ჟურნალები

  • კონფერენციები და თეზისები

    წინამდებარე კრებული წარმოადგენს ახალგაზრდა მეცნიერთა და დო­ქ­ტო­რა­ნტთა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოხსენე­ბა­თა მო­კ­­ლე ში­ნა­ა­რსებს. კონფერენცია ჩატარდა, სოხუმის სახელმწიფო უნივერ­სი­ტეტში, 2024 წლის 18 ივლისს, სა­ქა­რ­თ­ველოს გა­ნა­თ­ლე­ბის მე­ც­ნი­ერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ახა­ლ­გაზრდა მეცნიერთა კვი­­რე­ულის - „ახა­ლგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკე­თე­სი მომავლისათვის“ ფარ­გ­ლე­ბში.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/yscb

  • სოხუმის უნივერსიტეტის ელექტრონული ჟურნალების პორტალი

    სოხუმის სახელმწიფო უნივერსიიტეტის შრომების XX ტომში (ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მეცნიერებათა სერია) წარმოდგენილია სამე­ცნიერო გამოკვლევები ენათმეცნიერების, ლიტერატურათმცოდნეობის, ისტორიის, არ­ქეოლოგიის პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის, სამართალმცოდნეობის, განათლების მეცნიერებებისა და ფსიქოლოგიის აქტუალურ პრობლემებზე. კრებული განკუთვნილია როგორც შესაბამისი დარგების სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე ფართო მკითხველი საზოგადოებისთვის.

  • აფხაზეთის კულტურული ფასეულობანი: ენა, ლიტერატურა, ისტორია, კულტურის ძეგლები

    კრებული წარმოადგენს 2021 წლის 16 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა  და  აფხაზეთის  ავტონომიური  რესპუბლიკის  განათლებისა  და  კულტურის  სამინისტროს  ინიციატივით  გამართული  ონლაინ  საერთაშორისო    სამეცნიერო  კონფერენციის  მასალებს.  კონფერენციის  მუშაობაში  მონაწილეობდნენ   საქართველოს,   ჩრდილოეთ კავკასიასა და თურქეთში მოღვაწე მეცნიერები, რომლებიც აფხაზეთზე  მუშაობენ.  ონლაინ  ფორუმი  მიეძღვნა  ცნობილი  ენათმეცნიერის,  აფხაზოლოგიისა  და  კავკასიური  ენების  მკვლევრის,  პროფესორ  თეიმურაზ  გვანცელაძის  70  წლის  იუბილეს. წინამდებარე კრებულში შევიდა საიუბილეო მილოცვები და აღნიშნულ კონფე- რენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები და მილოცვები.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/cva