ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა მიგრაციის საკითხი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში (ქართული პრესის მიხედვით)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.10საკვანძო სიტყვები:
ქართველები, ჩრდილოეთ კავკასია, მიგრაცია, XIX-XX საუკუნეები, ქართული პრესა, ეროვნული და კულტურული იდენტობაანოტაცია
საქართველოდან ქართველთა მიგრაციის თემა ქართულ ისტორიოგრაფიაში ნაკლებად შესწავლილი საკითხია. ჩრდილო კავკასიის ტერიტორიაზე ქართველთა პირველი დასახლებები XVIII საუკუნეში კასპიისპირეთსა და თერგისპირეთში დაარსდა. XIX საუკუნიდან ქართველთა გადასახლება გააქტიურდა. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი მთავარ სატრანზიტო, სამაგისტრო გზას - დარიალის ხეობას, იგივე „არაგვისკარს“ ენიჭებოდა, რომელსაც XIX საუკუნიდან „საქართველოს სამხედრო გზა“ ეწოდა. ამრიგად, XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ჩრდილო კავკასიაში შეიქმნა ქართველების საკმაოდ მრავალრიცხოვანი და კარგად ინტეგრირებული დიასპორა.
ჩრდილო კავკასიაში ქართველთა მიგრაცია, ძირითადად საქართველოს მთიანი რეგიონებიდან - მთიულეთი, ხევი, რაჭა განხორციელდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩრდილო კავკასიაში არა მხოლოდ ქართველების მიგრაცია ხდებოდა, არამედ XVII-XVIII და XIX საუკუნეების დასაწყისში საქართველოში გადმოსახლებული ოსების უკან დაბრუნების მასიური შემთხვევებიც ფიქსირდება. აღნიშნული პროცესი ინტენსიურადაა გაშუქებული ქართული პრესის ფურცლებზე: „ივერია“, „დროება“, „ცნობის ფურცელი“, „კლდე“, „განათლება“ და ა. შ. გარდა პრესისა ინფორმაცია დაცულია საქართველოს სიძველეთსაცავებსა და პირად ფონდებში, მათ შორის „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ფონდში.“ წინამდებარე სტატიაში ჩრდილოეთ კავკასიაში ქართველთა მიგრაციის საკითხი XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში შესწავლილია XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართული პრესის მიხედვით.
ნაშრომში ისტორიული კომპარატივიზმისა და კონტენტ - ანალიზის მეთოდის გამოყენებით შედარებულია საკითხის შესახებ XIX-XX საუკუნეების მიჯნის ქართულ პრესაში არსებული მონაცემები, გამოკვლეულია ქართველთა მიგრაციის მიზეზები, ჩრდილო კავკასიაში დამკვიდრებულ ქართველთა ეკონომიკური და კულტურული საქმიანობა, მათი წარმატებები და ბრძოლა ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისთვის. კვლევის საფუძველზე გამოტანილია დასკვნები, რომ მშობლიური ენისა და ტრადიციული კულტურის შენარჩუნებით ქართველები მტკიცედ ინახავდნენ ეროვნულ იდენტობას, რასაც ხელს უწყობდა ჩრდილო კავკასიელ ქართველთა უწყვეტი კონტაქტი მშობლიურ კუთხეებთან, მათ მიერ დაარსებული ქართული სკოლები და ქართული ეკლესია, რითაც ინარჩუნებდნენ სულიერი კულტურის ელემენტებს, მყარად იცავდნენ ეროვნულ-კულტურული იდენტობის უმნიშვნელოვანეს მახასიათებლებს: ქართული ენას, დამწერლობას,ლიტერატურას, ტრადიციულ ყოფას, ქართულენოვან თეატრალურ წარმოდგენებს და ა. შ. ჩრდილოეთ კავკასიაში მიგრირებულ ქართველთა კულტურულმა მოძრაობამ, მძლავრი იმპულსები მისცა ადგილობრივი მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრებას.
წყაროები
ანჩაბაძე და სხვები, 1978: ანჩაბაძე ზ., ბოცვაძე თ., თოგოშვილი გ., ცინცაძე მ., ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორიის ნარკვევები, ნაკვეთი II, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;
ბურჯანაძე, 1912: ბურჯანაძე, ვ., ალაგირელ ქართველთა კულტურული ნაბიჯი (წერილი ჩრდილო კავკასიიდან) ,,განათლება“, სამეცნიერო-პედაგოგიური და სალიტერატურო ჟურნალი, 1912წ.1 იან., N1-10. გვ. 52- 60.
გვასალია, 1990: გვასალია ჯ. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის საკითხისათვის, „მაცნე“ ისტორიის ... სერია, N3; თბილისი;
მიწერ-მოწერა, კავკავის განყოფილებასთან, 1908 – 1915: მიწერ-მოწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებასთან, მოხსენებები და ოქმები განყოფილების საქმიანობის შესახებ | 1908-1915, https://prosopography.iliauni.edu.ge/s¬ou-rces/3689-mitser-motsera-qartvelta-shoris-tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoebis-kavkavis-ganyofile¬bastan-mokhsenebebi-da-oqmebi-ganyofilebis-saqmianobis-shesakheb-1908-1915
პროსოპოგრაფია, 1918-1921: საქართველოს პროსოპოგრაფია (საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოგრაფიული ბაზა და სოციალური კლასტერების ანალიზი https://prosopography.iliauni.edu.-ge/places/875-alagiri
ღუდუშაური, 1984: ღუდუშაური გ., ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან (ცნობები ჩრდილო-კავკასიელი ხალხების შესახებ XIX ს-ის რეფორმამდელი ხანის ქართ-ველ მოღვაწეთა ნაწერებსა და პრესაში), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ისტორიის …სერია, 1984, N2.
პრესა:
დროება, 1883 #28,
ივერია, 1888 #135
ივერია, 1894 #132
ივერია, 1899, #241
ივერია, 1903, #72
ივერია, 1903 #170
ივერია, 1903 წ. #206
კვალი, 1900 წლის #26
კლდე, 1920, #18,
ცნობის ფურცელი, 1896, #46
ცნობის ფურცელი, 1896 #67
ცნობის ფურცელი, 1897 #218
ცნობის ფურცელი, 1898 #665
ცნობის ფურცელი, 1901 #1619
ცნობის ფურცელი, 1901, #1643
ცნობის ფურცელი, 1902 #1706
ცნობის ფურცელი, 1903 #2203