სვანეთის და აფხაზეთის საზღვრისპირა ტოპონიმიკური ძიებანი

ავტორები

  • ლევან გვიჩიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.12

საკვანძო სიტყვები:

სვანეთი, აფხაზეთი, ისტორიული საზღვრები, წერილობითი ძეგლები, „თავისუფალი სვანეთი“, ტოპონიმები

ანოტაცია

ჩვენი ნაშრომის მიზანია შევისწავლოთ და გავაა­ნა­ლი­ზოთ საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სვანეთისა და აფხაზეთის სა­ზ­ღვრისპირა ადგილების ტოპონი­მი­კური ინ­ფო­რ­მაციის შემც­ვე­ლი საბუ­თე­ბი:  სა­ეკლესიო ოთხთავები, ლექცი­ონა­რე­ბის არ­ში­ებზე მინაწერი წერი­ლო­ბი­თი ცნობები, ეთნოგრაფიული ექსპედიციის შე­დე­გად მოპოვებული მასა­ლე­ბი. კვლევა ფოკუსირებულია სვანეთისა და აფხაზეთის ისტორიული საზღ­ვ­რე­ბის დადგენის, საუ­კუ­ნეების მანძილზე ცვალებადობის და ამ კონტექსტში  ურ­თი­­ე­რთობის საკით­ხე­ბზე. კვლევამ გამოავლინა ახალი გარე­მო­ე­ბე­ბი „თა­ვი­სუ­ფა­ლი სვა­ნე­თის“ საზ­ღ­ვ­რე­ბის შესწა­ვ­ლის, აფხაზეთთან  სასაზღვრო ტო­პო­ნიმების, მიწისმფლობე­ლო­ბის შესწავლის საკით­ხე­ბ­ში.  ცნობე­ბი გა­მო­ი­­რჩევა ტოპო­ნი­მი­კური ერთე­ულების სიუ­ხვით, რაც დაგვეხმარა მათი ლო­კ­ა­ლი­ზაციის,  ონო­მა­ს­ტიკური ძიებისა და სასაზღვრო ზოლზე არსებული ად­გი­ლე­ბის  დაზუ­ს­ტე­ბა­ში.

ნაშრომში გამოყენებულია წყაროს კრიტიკული ანალიზისა და ის­ტო­რიულ - შედარებითი კვლევის მე­თო­დები. ნაშრომის მეცნიერული  სიახლე, ეფუძნება სვანეთში დაცული წერილობითი წყაროების შესწავლასა და გაანა­ლი­ზე­ბას, რის  საფუძველზე მოხდა, ტოპონიმიკურად საზღვრების შემცველი წყაროების ცალკე ჯგუფად გამოყოფა და სვანეთის ჩრდილო - დასავლეთით აფხაზეთთან არსებული სა­სა­ზღვრო ტოპონიმიკის გამოვლენა. პირველად დე­ტალურად შესწავლილ იქნა სასაზღვრო ტოპონიმიკის შემ­ც­ვე­ლი საბ­უ­თე­ბის შინაარსობრივი ას­პე­ქ­ტე­ბი. გარდა წერილობითი წყაროებისა და ტო­პი­ნიმიკისა, ზემო სვანეთის ის­ტო­რიული გეო­გ­რა­ფიის დადგენაში უმნიშვ­ნე­ლოვანესია თავისუფალი მი­წი­ს­მფ­ლობელობის ფორმების  და სხვა ტრა­დი­ციული მახასიათებლების თა­ვი­სე­ბურებების გაანალიზება, რაც ეთნოგ­რა­ფი­უ­ლი მასალით არის შესაძლებელი.  

სვანეთის წერილობით ძეგლებში, ოთხთავებზე მი­ნა­წე­რ დოკუმენ­ტე­ბ­ში, ტოპონიმიკასა და ეთნო­გ­რა­ფიულ მონაცე­მებ­ში  თვა­ლ­ნა­თ­ლივ ჩანს, სვა­­­­ნეთისა და აფ­ხა­ზე­თის საზ­ღ­ვრის სხვადასხვა ეპო­ქე­ბ­ში მონაცვლეობის ის­ტორიული სურათი. მიუხედავად ამისა, ადგილზე, ზემო სვანეთ-აფ­ხა­ზე­თის საზღვარზე და დალის ხეობაში  ეთნოგრაფიულმა და ტო­პონომიკურმა კვლე­ვე­ბმა მეტი  მასალა უნდა გა­­­­მო­ავ­ლინოს საქართველოს ორი ის­ტო­რ­ი­უ­ლი მხა­რის - სვანეთისა და აფ­ხა­ზე­თის საზღვრების შესწავლა - და­ზუ­ს­ტე­ბის სა­კითხში.

წყაროები

ბატონიშვილი (1973) ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსი საქართველოსა, წიგნში: „ქართლის ცხოვრება“, ტომი IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, გამომც. „საბჭ. საქართველო“, თბილისი.

გაბლიანი (1925). ეგნატე გაბლიანი. ძველი და ახალი სვანეთი. „სახელმწიფო გამომცემლობა“, ტფილისი;

გაბლიანი (1927). ეგნატე გაბლიანი. თავისუფალი სვანეთი. ტფილისი, გამომცემლობა „სახელგამი“;

გეორგიკა (1961). გეორგიკა: ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. I. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბილისი, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია“;

გეორგიკა (1965). გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ : ტომი II. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, გამომცემლობა „მეცნიერება“ , თბილისი;

გეორგიკა (1936) გეორგიკა. გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი III - ბერძნული ტექსტი ქართული თარგმა-ნითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;

დრასხანაკერტელი (1965). იოანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია (786-925 წწ.). სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტი. თბილისი;

თაყაიშვილი (1937). ექვთიმე თაყაიშვილი. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს. პარიზი;

ინგოროყვა (1941). პავლე ინგოროყვა. სვანეთის საისტორიო ძეგლები. ნა-კვეთი 2. ტექსტები. თბილისი;

¬ინგოროყვა (1965). პავლე ინგოროყვა. გიორგი მერჩულე. ქართველი მწე¬რა¬ლი მეათე საუკუნისა: ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი;

მიბჩუანი (1989). თეიმურაზ მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის განსაზღვრისა და კულტურის ისტორიიდან. თსუ გამომცემლობა, თბილისი;

ნიჟარაძე (1904). ბესარიონ ნიჟარაძე. სვანეთის ხელნაწერები, თბილისი;

სილოგავა (1986). ვალერი სილოგავა. სვანეთის წერილობითი ძეგლები, X-XVII სს. ტ. I, ისტორიული საბუთები და სულთა მატიანეები. გამომც. „მეცნიერება“, თბილისი;

ენციკლოპედია (1983) ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. თბილისი;

ყაუხჩიშვილი (1976). თინათინ ყაუხჩიშვილი. ბერძენი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ.წიგნი გამომც. „მეცნიერება“, თბილისი;

ყაუხჩიშვილი (1957). თინათინ ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია: ცნო-ბები საქართველოს შესახებ, „საქ. სსრ მეცნ. აკად.სტ-ბა“, თბილისი;

ჭკადუა (2020). ამბაკო ჭკადუა. სვანური ტოპონიმიკა. გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს რ. ჭკადუამ, ე. გაზდელიანმა, ლ. გიგლემიანმა, მ. საღლიანმა, ნ. შავრეშიანმა. გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი;

ხარაძე (1953). რუსუდან ხარაძე. სახალხო მმართველობის სისტემა სვანეთში. მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის. VI. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი;

ჯანაშია (1949). სიმონ ჯანაშია. შრომები. I. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისი;

Анчавадзе (1959). Зураб Анчавадзе. Из истории средневековой Абхазии. Абгосиздат, Cухуми.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-14

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია