აფხაზეთის „საკითხი“ და დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები (ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია) 1918-1920 წლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.15ანოტაცია
ნაშრომში განხილულია აფხაზეთის საკითხი დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ინგლისის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო პოლიტიკაში, 1918-1920 წლებში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921 წწ.) აფხაზეთი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილი იყო და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ცდილობდა, რეგიონში არსებული სეპარატისტული განწყობების დაძლევას. ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, სამხრეთ კავკასიის მიმართ ევროპის წამყვანი სახელმწიფოების გაძლიერებული ინტერესების ფონზე, როგორი იყო მათი დამოკიდებულება აფხაზეთის საკითხისადმი.
ნაშრომში საკითხის ირგვლივ არსებული საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის ისტორიულ-შედარებითი მეთოდით გაანალიზების საფუძველზე აღდგენილია 1918-1929 წლების ისტორიული სურათი და გამოტანილია დასკვნები: ევროპის წამყვანი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) საერთაშორისო პოლიტიკაში აფხაზეთის „საკითხი“, როგორც ცალკე მდგარი საკითხი, არ გამხდარა არანაირი მსჯელობის საგანი. მოკავშირე ქვეყნები (ინგლისი, საფრანგეთი, იტალია) და აშშ-ც უპირობოდ ცნობდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება გერმანიას, მისი ხელისუფლება აფხაზეთს (სოხუმის ოკრუგს) ყველა ოფიციალურ შეხვედრებზე თუ დოკუმენტებში განიხილავდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორგანულ ნაწილად და სამხედრო ძალასაც არ იშურებდა თუ საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე შეექმნებოდა.
წყაროები
გამახარია (1991). ჯემალ გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან. თბილისი;
გამახარია და სხვები, (2007). ჯემალ გამახარია, ლია ახალაძე, მალხაზ ბარამიძე, თამაზ ბერაძე, ლია ბითაძე, ირაკლი გელენავა, თეიმურაზ გვანცელაძე, ბადრი გოგია, კობა ოკუჯავა, გურანდა ფხაკაძე, რეზო ხვისტანი, ბეჟან ხორავა, დაზმირ ჯოჯუა. ნარკვევები საქართველოს ისტო-რიიდან. აფხაზეთი. უძველესი დროიდან დღემდე. თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“;
გოგლიძე (2019). ჯონდო გოგლიძე. მეომრის უბის წიგნაკის ჩანაწერები – წიგნში: ჯონდო გოგლიძე. დაგვიანებული წერილი. თბილისი;
კობახიძე (2017). ბექა კობახიძე. საქართველოს საკითხი პარიზის საზავო კონფერენციაზე. თბილისი;
კრეისენშტაინი (2002). ბარონი ფრიდრიხ კრეს ფონ კრეისენშტაინი. ჩემი მისია კავკასიაში, ქუთაისი;
მაზნიაშვილი (1990). გიორგი მაზნიაშვილი. მოგონებანი. თბილისი;
Вачагаев, М. (2018). М. Вачагаев. Союз горцев Северного Кавказа и Горская республика (1917-1920). Москва;
Гамахария, Гогия (1997). Абхазия историческая область Грузии. Тбилиси;