წმინდა გიორგის კულტი და ფიცი, როგორც მტკიცებულება, ძველ ქართულ სამართალში

ავტორები

  • ლალი გაბისონია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.17

საკვანძო სიტყვები:

წმინდა გიორგი, კულტი, ფიცი, მტკიცებულება, ძველი ქართული სამართალი

ანოტაცია

საქართველოს ისტორია, ეთნოგრაფიული მემკ­ვი­დ­რე­ო­ბა და ჩვეუ­ლე­ბითი სჯული მრავალ საინტერესო ინფორმაციას ინახავს წმინ­და გი­ო­რგის კულტთან დაკავშირებით. ძველ სამეგრელოში ღვთის სამა­რ­თა­ლი, კერძოდ წმინდა გიორგის სამართალი არსებულა. დანაშაულის ჩა­დენაში ეჭვმიტანილ პირს რომელიმე ძლიერი-სასწაულმოქმედი ხატის წინაშე აფი­ცე­ბდნენ, უმეტესად ეს წმინდა გიორგის ხატი იყო, ასევე ცნო­ბილია წმინდა გიორგის ხატზე, სხვა საშუალებით დაუდგენელი დამნა­შავის გადაცემის ფა­ქ­ტები. ქართველი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ხატზე გადაცემული, ვე­რა­ნაირი სხვა გზით ვერ დადგენილი დამნაშავეც კი - წმინდა გიორგის ხა­ტ­თან მოდიოდა დაჩოქილი, აღიარებითი ჩვენებით, რაც ღრმა რწმენის უტ­ყუ­ა­რი ნიშანია და წმინდა გიორგისადმი ქართველთა განსაკუთრებული მო­წი­წების, კრძალვის, სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატულებაა.

ჩვენს ნა­შ­რომში ყურადღებას ამახვილებს ილორის წმინდა გი­ო­რ­გის ეკლესიასა და ხატისადმი ქართველთა დამოკიდებულებაზე, რაც მიუ­თი­თებს რომ წმ. გიორგის კულტი ქართული ჩვეულებითი სამართლის ნა­წი­ლი იყო.  ნა­შ­რო­მი პროცესუალური კუთხითაც საინტერესოა, განსაკუთ­რე­ბით ქარ­თუ­ლი სამა­რ­თ­ლის ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.

წყაროები

ბოროზდინი (1854-1861). კორნელი ბოროზდინი. სამეგრელო და სვანეთი 1854-1861 წწ. მოგონებანი. ტფილისი, გამომცემლობა „სახელგამი“;

გაბისონია (1996). ლალი გაბისონია. სამეგრელოს სამთავროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა და სამართალი. თბილისი;

გაბისონია (2005). ლალი გაბისონია. სამეგრელო. საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობისა და სამართლის ისტორია. ტ. 1. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი;

დავითაშვილი (1998). გიორგი დავითაშვილი. სასამართლო მტკიცებულებანი ხევსურულ ჩვეულებით სამართალში. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“;

ვახუშტი (1941). ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. საქართველოს გეოგრაფია. რედაქტორები თ. ლომოური, ნ. ბერძენიშვილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ლამბერტი (1938). არქანჯელო ლამბერტი. სამეგრელოს აღწერა. თარგამანი იტალიურიდან ალექსანდრე ჭყონიასი - მეორე გამოცემა - ლევან ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, თბილისი;

მაკალათია (1941). სერგი მაკალათია. სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია. საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადოება, თბილისი;

ნადარეიშვილი (1997). გიორგი ნადარეიშვილი. ფეოდალური ხანის ქართულ ისტორიაში ისტორიულ-იურიდიული საბუთების ორი კლაუზულის შე-სახებ. უჯვარობით დამტკიცება და ამავალი კაცი. ჟურნალი „მნათობი“, N5-6;

სახოკია (1950). თედო სახოკია. მოგზაურობანი. გურია. აჭარა. სამურზაყანო. აფხაზეთი. თბილისი, გამომცემლობა „სახელგამი“;

სახოკია (1956). თედო სახოკია. ეთნოგრაფიული ნაწერები. სამეცნიერო-მეთოდური კაბინეტის გამომცემლობა. თბილისი. https://iverieli.nplg.g-ov.ge/handle/1234/313691

ქჩს (1998). ქართული ჩვეულებითი სამართალი. ტ. 4. გამომცემლობა „მეცნიერება“. თბილისი.

კიკნაძე (2004). ზურაბ კიკნაძე. ქართული მითოლოგია. მითოლოგიური ლექსიკონი ყმაწვილთათვის. თბილისი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-17

გამოცემა

სექცია

სამართალი