სამეგრელოს მთავარი კომპეტენცია დავით დადიანის განწესებანი: ,,დარიგება მეორე კლასის მდივანბეგისადმი შესახსენებლად მმართველობისა მათ მიერ მაზრათა და დაწესება ბოქაულთათვის’’
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.18საკვანძო სიტყვები:
სამეგრელოს (ოდიშის) მთავარი, რეფორმა, განწესება, კომპეტენცია, სასამართლო და ადმინისტრაციული ხელისუფლებაანოტაცია
სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა (1812-1856) 1840 წელს განხორციელებული სასამართლო რეფორმებით მდივნებსა და ბოქაულთუხუცესს ახალი წესდება გააცნო. ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროში გენერალური მდივნის იურისდიქცია. ამ გზით მთავარი ცდილობდა ფეოდალური თვითნებობის აღკვეთას, სასამართლო უფლებამოსილების შეზღუდვას და მთავრის ხელისუფლების გაძლიერებას.
მთავრის განკარგულებით სამეგრელოს სამთავრო რვა მაზრად დაიყო (ზუგდიდის, ჯვარის, ზუბის, სუჯუნის, საჭილაოს, მარტვილის, ლაილაშის და მურის მაზრებად), მაზრას სათავეში ედგა მთავრის მიერ დანიშნული მდივანბეგი, რომელიც აღჭურვილი იყო როგორც სასამართლო, ასევე ადმინისტრაციულ-აღმასრულებელი ხელისუფლებით.
სტატიაში ისტორიულ-შედარებითი ანალიზის საფუძველზე შესწავლილია დავით დადიანის რეფორმის მიზანი, განხორციელების გზა და რეფორმის შედეგები. დაზუსტებულია მაზრის ხელმძღვანელთა ვინაობა და რეფორმასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
წყაროები
ბოროზდინი, ერისთავი, მურიე (1927) კორნელი ბოროზდინი, რაფიელ ერისთავი და მურიე, ბატონყმობა სამეგრელოში (მასალები), თარგმანი და წინასიტყვაობა თედო სახოკიასი;
დოლიძე (1985). ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები.ტ. VIII. თბილისი;
დუმბაძე (1949). მამია დუმბაძე. სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკური წყობილების ევოლუცია XIX საუკუნეში. თბილისი, გამომცემლობა „მიმომხილველი“;
ზუგდიდისისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ლიტერატურული არქივი, საბ N8015;
კეკელია (1982). მ. კეკელია. სასამართლოს ორგანიზაცია და პროცესი საქართველოს რუსეთთან შეერთებამდე. წიგ. 11. თბილისი.
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, რაფიელ ერისთავის ფონდი, საბ. #360;
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი საბ. #756;
დოლიძე (1985). ისიდორე დოლიძე. ქართული სამართლის ძეგლები.ტ. VIII. თბილისი.