სურვილის მნიშვნელობა სისხლისსამართლებრივი და კრიმინოლოგიური თვალსაზრისით

ავტორები

  • ედიშერ ფუტკარაძე

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.21

საკვანძო სიტყვები:

სურვილი, კანონმდებლობა, ცოდნა, სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური

ანოტაცია

შესაძლებელია სხვადასხვა ადგილი მიუჩინოს სურვილს დანაშაულებრივ ქმედებაში დანაშაულის სხვადასხვა მოძღვრებამ და ზო­გი­ერთ ქვეყანაში მის შესაბამისად მიღებულმა კანონმდებლობამ. ასევე გან­ს­ხ­ვა­­ვებულად შეაფასოს მისი მნიშვნელობაც. შეიცვალოს სურვილის ად­გი­ლი და როლი დანაშაულის ცნებაში. ყველაფერი სურვილით იწყება. თუ არ არ­სე­ბობს სურვილი, მაშინ არც მისი შესაბამისი ქმედების ჩადენა ხდება. არ მო­ხ­დე­ბა ქმედების ჩადენა, არც მისი შეფასების აუცილებლობა იარ­სე­ბებს. თუ ვამბობთ, რომ თანამედროვე სისხლის სამართალი არის ქმედების სი­ს­ხ­ლის სამართალი, მაშინ ისიც უნდა დავამატოთ, რომ სისხლის სამარ­თ­ლი­სა­თვის მნიშვნელოვანია არა ნებისმიერი ქმედება, არამედ ადამიანის ნებით (სუ­რ­ვი­ლით) წარმართული ქმედება. მხოლოდ ასეთი ქმე­დება შეიძლება გახდეს სი­ს­ხლისსამართლებრივი შეფასების საგანი და უარყოფითად შე­ფა­ს­დეს, გა­ი­კი­ცხოს. ადამიანს ვერ გავკიცხავთ ისეთი ქ­მე­დე­ბისათვის, რომელიც მისი ნე­ბით, სურვილით არ ჩაუდენია.

მხოლოდ ცოდნაზე ან მხოლოდ სურვილზე დაფუძნებული ქმედება ვერ გამოიწვევს სრულფასოვანი პასუხისმგებლობის საფუძველს. ქმედების ჩადენის დროს უნდა არსებობდეს როგორც მისი ჩადენის სურვილი, ისე მისი გონებრივი გაცნობიერება (ცოდნა). მხოლოდ ასეთი ქმედებისათვის შეი­ძ­ლე­ბა მოვთხოვოთ მის ჩამდენს პასუხისმგებლობა.

სათანადო სურვილისა და ცოდნის გარეშე ჩადენილი ქმედება ვერ იქნება სრულფასოვანი ადამიანურ-ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და შე­სა­ბამისად ვერც უარყოფით შეფასებას დაიმსახურებს სამართლებრივ-ნო­რ­მა­ტიული თვალსაზრისით.

წყაროები

ავტორთა კოლექტივი (2018). სისხლის სამართლი. სახელმძღვანელო. ზოგადი ნაწილი. მესამე გამოცემა. რედ. გურამ ნაჭყებია, ნონა თოდუა ; ავტორთა კოლექტივი: გ. ტყეშელაშვილი, მ. ლეკვეიშვილი, გ. ნაჭყებია, ნ. თოდუა, ქ. მჭედლიშვილი-ჰედრიხი, გ. მამულაშვილი, მ. ივანიძე, ი. ხერხეულიძე, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი;

გამყრელიძე (1998). ოთარ გამყრელიძე. გერმანული სისხლის სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის სამართალზე, წიგნში ,,ბრძოლა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის“. თბილისი;

მაღლაკელიძე (2013). ლ. მაღლაკელიძე. განზრახვა და მართლწინააღმდეგობის შეგნება ქართული და გერმანული სისხლის სამართლის მიხედვით, (შედარებით-სისხლისსამართლებრივი ანალიზი). თბილისი;

ნაჭყებია (2011). გ. ნაჭყებია. სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი (სახელმძღვანელო). თბილისი;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, 2009.

ტურავა (2011). მერაბ ტურავა. სისხლის სამართალი. ზოგადი ნაწილი. დანაშაულის მოძღვრება. თბილისი;

ფუტკარაძე (2019). ედიშერ ფუტკარაძე. ადამიანის უფლების დაცვა სისხლის სამართალში მისი სამართლებრივ სიკეთედ გამოცხადების თვალსაზრისით. ნაწილი II. ჟურნალი ,,ცხოვრება და კანონი“, 2019, №2 (46);

Phutkaradze (2018). Edisher Phutkaradze. Die Abgrenzung des Eventualvorsatzs von der bewussten Fahrlaessigkeit und Irrtuemer im Strafrecht. Ankara.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-17

გამოცემა

სექცია

სამართალი