ლინგვისტური ანალიზის პრინციპები მხატვრულ ტექსტზე მუშაობისას
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.01საკვანძო სიტყვები:
ლინგვისტური ანალიზი, მხატვრული ტექსტი, სინტაქსური კონსტრუქციები, ინოვაციური მეთოდებიანოტაცია
მხატვრული ლიტერატურა სიტყვიერი ხელოვნებაა. მწერალი სიტყვის შესაძლებლობას ეყრდნობა და მის სფეროში პოულობს ახალ მხატვრულ საშუალებებსა და ხერხებს. ლიტერატურაში ყოველგვარი ცვლილება სიტყვის სემანტიკაშია ასახული. სიტყვა ლიტერატურაში ხშირად გადადის არა მისი პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ხდება მისი მხატვრული ტრანსფორმაცია. მხატვრული სიტყვის ეფექტურობა და ზეგავლენა იმაში მდგომარეობს, რომ სიტყვა, რომელიც პრაქტიკულად კომუნიკაციისთვის არის განკუთვნილი მხატვრულ ლიტერატურაში სხვა სემანტიკურ დატვირთვას იძენს. აქედან ბუნებრივია, რომ ლიტერატურისმცოდნეობას ყველაზე მჭიდრო კავშირი უნდა ქონდეს იმ მეცნიერებასთან, რომელიც ენას სწავლობს, ე. ი. ლინგვისტიკასთან (დანელია, 2005). წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს სწორედ ის მეთოდოლოგიური პრინციპები და სავარჯიშოთა ის სავალდებულო ტიპები, რომელთა უშუალო გათვალისწინებით უნდა მოხდეს მხატვრული ტექსტის ლინგვისტური ანალიზისას ენის სწავლების საფეხურების გათვალისწინება.
კვლევის მეთოდი: მინი კვლევისთვის გამოვიყენე თვისებრივი მეთოდი, ინსტრუმენტად კი - ეტაპობრივად სტუდენტთა ზეპირი გამოკითხვა, რომელმაც ცხადყო, რომ ბევრ შემთხვევაში სტუდენტთა მიერ ტექსტის ანალიზი ამოიწურება ტექსტში ტროპების, რიტორიკული ფიგურების, გრამატიკულ, მორფოლოგიურ, სინტაქსურ, ფონეტიკურ, სემანტიკურ ნორმათა დარღვევის აღნუსხვით. ნაშრომში შემოთავაზებული კომპლექსური ხასიათის სავარჯიშოები გახლავთ სწორედ ის სიახლე, რომელთა გამოყენება ტექსტზე მუშაობისას გადაჭრის სწავლების ტრადიციული მეთოდებით მიღებულ დარღვევებს.
წყაროები
დანელია (2005): ი. დანელია, ინგლისურენოვან მხატვრულ ტექსტზე მუშ¬ა¬ო¬ბის მეთოდიკა უმაღლეს სასწავლებლების ენობრივ ფაკულტეტებზე, დისერტაცია, თბი¬ლი¬სი;
თევდორაძე (2016): ნ. თევდორაძე, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;
ჯოხაძე (2008): ლ. ჯოხაძე, მხატვრული ტექსტი როგორც სტილისტურ-კონ¬ცეპ¬ტუალური სისტემა. გამომცემლობა „ხირონი“;
Collins COBUILD Dictionary of Idioms (2002). Harper Collins Publishers;
Walter (1982) Walter, C. Authentic Reading, Cambridge: Cambridge University Press;
Арнольд (2009): Арнольд И. В. Стилистика. Современный английский язык. Мо¬сква: Наука;
Голышкина (2000): Голышкина Л. А. Лингвистические основы интеграции ху¬до¬жественного текста в аспекте понимания, Автореферат дис. канд. пед. наук, Москва;
Николаева (1978): Николаева Т. М. Лингвистика текста, в кн. „Новое в зару¬бе¬ж¬ной лингвистике“, Вып. 8. Лингвистика текста, Ч. 8, Москва;