ისტორიისა და ქართული ენის სწავლების საკითხი შიდა ქართლის მთიანეთის (ე. წ. სამხრეთ ოსეთის) სასკოლო განათლებაში

ავტორები

  • მარი ყალაბეგაშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. თბილისის 88-ე საჯარო სკოლა

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.32

საკვანძო სიტყვები:

შიდა ქართლის მთიანეთი, ოკუპირებული რეგიონი, სკოლები, ისტორია, ქართული ენა, სწავლება, მხარეთა პოზიციები, რეკომენდაციები

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია შეისწავლოს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის ერთი სეგმენტი ოკუპირებული შიდა ქართლის მთია­ნე­თში, ე. წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში. კონკრეტულად განხილულია ის­ტო­რი­ისა და ქართული ენისა სწავლების მდგომარეობა რეგიონში,  რაც სრუ­ლიად უგულვე­ბე­ლ­ყო­ფი­ლია ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუ­ფ­ლე­ბის მიერ. ეს ხელს უშლის რე­გი­ო­ნში დარჩენილ ადგილობრივ, ეთ­ნი­კუ­რად ქართველ მოსახლეობას ისწავლოს მშობ­ლი­ური ენაზე და  გაეცნოს თა­ვი­სი ქვეყნის ისტორიას. ისტორიის სახელმძღვანელოები სავსეა დაუსაბ­უ­თე­ბელი, მტკიცებულებების გარეშე წარმოდგენილი ფაქტებითა და დებუ­ლე­ბებით. გაუმართავია ისტორიის სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც ისევ ძველ, საბჭოურ მარქსისტულ-ბოლშევიკურ მეთოდოლოგიას ეყ­რ­დ­ნობა.

მოხსენებაში აღწერილია,  ქართული ენისა და ისტორიის სწავლების თვალსა­ზ­რი­სით  რა მდგომარეობა იყო 2008 წლის ომამდე და რა ვითარებაა დღეს. რა „რე­ფო­რმები“ გაატარა ოსურმა მხარემ ომის შემდგომ პერიოდში და როგორია საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს პოზიცია აღნიშნულ სა­კი­თ­ხებთან დაკავ­ში­რებით. განხილულია   უცხოელი ექ­სპერტების შეფასებები და მოსაზრებები. შემო­თა­ვაზებულია რეკო­მე­ნ­და­ცი­ები შექმნილი ვითარებისა და   არსებული მდგომარეობის გასაუ­მ­ჯო­ბე­სებლად.

კვლევის დროს გამოყენებულია ისტორიულ-შედარებითი კვლევის მე­თოდი, ჩატარდა არსებული მასალების (სახელმძღვანელოები, დოკუ­მე­ნტები, საინფორმაციო საშუალებები და სხვა მასალა) სამაგიდე კვლევა და გა­ნხორციელდა შეგროვილი მონაცემების კონტენტ-ანალიზი.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე ეფუძნება ოკუპირებული შიდა ქარ­თ­ლის მთიანეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში ქართულ ენაზე სწავ­ლე­ბი­სა და ისტორიის სწავლების არსებული მდგომარეობის შესწავლას. გაანა­ლი­ზე­ბულია  ქართული მხარის პოზიცია სკოლებში ქართული ენისა და ისტო­რიის  სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით და უცხოელი ექსპერტების მოსაზრებები. ნაშრომს აქვს  პრაქტიკული მნიშვნელობა განათლების და­რ­გით დაინტერესებული პირების, მკვლევარების, მეცნიერებისა და უბრალოდ საკითხისადმი არაგულგრილად დამოკიდებული პირებისათვის ინფო­რ­მა­ციის მიწოდებისა  და არსებული ვითარების გაცნობის თვალსაზრისით.

წყაროები

უგრეხელიძე, მ. (2015). მინდია უგრეხელიძე. შესავალი სიტყვა (ტრანსკრიპტი). საერთაშორისო სამეცნიერო რეფერირებადი ჟურ. „სამართალი და მსოფლიო“. სპეციალური გამოშვება. კონფერენციის შრომები. N2.

„კავკაზ პლიუსი“, 2022 „სამხრეთ ოსეთში არც ერთი ოსური სკოლა არ არის“ https://ge.kavkazplus.com/news.php?id=44495#.Y4N6d71BzIU ბოლო ნა¬ხ¬ვა: 16.12.2022, 19:58

სამშვიდობო ინიციატივა (2018) შერიგებისა და სამოქალაქო თანასწრობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის განათლების შესაძლებლობების განვითარება;

განათლება გამყოფ ხაზთან (2015) „სინერია“ - დევნილთა გაძლიერება ჩართულობისა და თანამშრომლობის გზით, განათლება გამყოფ ხაზთან;

Why do most S. Ossetian high-school graduates apply for universities in Russia?, 04.06. 2021 ბოლო ნახვა: 16.12.2022 20:39 https://jam-news.net/why-do-most-s-ossetian-high-school-graduates-apply-for-universities-in-russia/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-19

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერებანი