ახალი მიდგომები სკოლისა და ოჯახის ურთიერთობებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.33საკვანძო სიტყვები:
ზოგადი განათლება, სკოლა და ოჯახი, ურთიერთობები, დამოკიდებულება, მშობლები და მასწავლებლები, ინოვაციური მიდგომებიანოტაცია
მრავალი წლის განმავლობაში მასწავლებელთა უმრავლესობაში გამჯდარი იყო რწმენა მშობელთა არაკომპეტენტურობის შესახებ. მათ ღრმად სჯეროდათ, რომ უნდა უნდა დაერიგებინათ მშობლები, მიეთითებინათ შეცდომებსა და ნაკლულოვანებზე, გაეკონტროლებინათ ოჯახი, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა ურთიერთობის ისეთი ფორმები და მეთოდები, რომელშიც იგულისხმებოდა კრებებსა და კონსულტაციებზე ინსტრუქციული შეტყობინებები (პედაგოგის მონოლოგის დომინირება), რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია პედაგოგისა და მშობლების ურთიერთობაში.
თანამედროვე პირობებში სკოლასა და ოჯახს შორის სხვანაირი დამოკიდებულება ფორმირდება. ეს დამოკიდებულება თანამშრომლობა და ურთიერთქმედებაა. აქ მთავარი მომენტი სწავლის პერიოდში პედაგოგებსა და მშობლებს შორის პირადი ურთიერთქმედებებია, რომელიც დაკავშირებულია ბავშვის სიხარულთან და პრობლემებთან, წარმატებსა და წარუმატებლობასთან. ნაშრომში კონტენტ ანალიზის მეთოდის საფუძველზე, გაანალიზებულია ძველი და ახალი მიდგომები და ინოვაციური მიდგომების სასარგებლოდ, გამოტანილია შესაბამისი დასკვნები.
წყაროები
მენთეშაშვილი (1999). ლია მენთეშაშვილი. საოჯახო აღზრდა. (ბიბლიოგრ. მაჩვენებელი 1900-1999 წწ.), საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემია, რედაქტორი კონსტანტინე რამიშვილი. გამომცემლობა „ცის ნამი“, თბილისი;
კუჭუხიძე (1981). შ. კუჭუხიძე. პედაგოგიკა და ფსიქოლოგია ხალხის სამსახურში. თბილისი;
სკოლა, ოჯახი, საზოგადოება (2005). სკოლა, ოჯახი, საზოგადოება - მშო¬ბე¬ლ¬თა და მასწავლებელთა ასოციაციის პროგრამა, თბილისი, გამომცემლობა „დიოგენე“;
ამერიკული ოჯახი გუშინ, დღეს, ხვალ (2017). ამერიკული ოჯახი გუშინ, დღეს, ხვალ - ალტერნატიული სოციოლოგიის ექსპერიმენტული სკოლა, კიგსინი ალან, თბილისი.