სვანეთის ტერიტორიის მუდმივი დასახლების, საერთო ქართველური ფუძე-ენიდან სვანური მეტყველების ფორმირების და სვანურენოვანი ქართველური მოსახლეობის განსახლების საკითხი ბრინჯაოს ხანაში

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავტორები

  • ირაკლი არღვლიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.01

საკვანძო სიტყვები:

ბრინჯაოს ხანა, სვანეთის ტერიტორია, სვანურენოვანი მოსახლეობა, მეტალურგიული წარმოება, მაიკოპის კულტურა, მტკვარ-არაქსის კულტურა, კოლხური ბრინჯაოს კულტურა

ანოტაცია

სვანებისა და სვანეთის ისტორიის უძველესი პერიოდის ერთ-ერთი კარდინალური საკითხებია, სვანეთის ტერიტორიის მუდმივი დასახ­ლე­ბის, საერთო ქართველური ფუძე-ენიდან სვანური მეტყველების ფორმირების და სვანურენოვანი ქართველური მოსახლეობის განსახლების საკითხი ბრი­ნ­ჯაოს ხანაში. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, სამეცნიერო ლიტერა­ტუ­რაში გამოთქმულია არაერთი მოსაზრება, რომელთა ერთმანეთთან შეჯე­რე­ბი­სა და არქეოლოგიურ და ლინგვისტურ მონაცემთა ახლებურად გააზრების შე­დე­გად, ჩვენს მიერ გაკეთებულია შემდეგი დასკვნები: სვანეთის ტერიტორიის მუ­დმივი დასახლების პროცესი უნდა დაწყებულიყო ძვ. წ. III ათასწლეულის მი-წურულიდან, დასავლეთ ამიერკავკასიისა და მტკვარ-არაქსის კულტურის მა­ტა­რე­ბელი ქართველური მოსახლეობის მიერ, რომელთაგან ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისიდან, უნდა წარმართულიყო სვანურენოვანი ქართველური მოსახ­ლე­ო­ბის ფორმირების პროცესი, რიონს ჩრდილოეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ტერიტორიაზე, კავკასიონის სამხრეთი კალ­თების ჩათვლით. პრასვანური მოსახლეობის აღმოსავლეთით გავრცელების არეალი, პირობითად, ლიხის ქედამდე უნდა ვიგულისხმოთ, დასავლეთით კი, თუ უფრო შორს არა, სტრაბონის ცნობათა გათვალისწინებით (ის წელთაღრი­ც­ხ­ვა­თა მიჯნაზე, დიოსკურიის ზემოთ ,,სოანები“-ს განსახლებას ადასტურებს), მდინარე გუმისთამდე მაინც, რა თქმა უნდა, თუკი, სვანურენოვანი მოსახლეობის დასავლეთით ასე შორს განფენა უფრო გვიანდელი ხანის მოვლენას არ წარ­მოა­დ­გენს. სვანურენოვანი მოსახლეობის ფართო განსახლებას, დასავლეთ საქართ­ვე­ლოს როგორც მთის, ასევე ბარის რაიონებში, ადგილი უნდა ჰქონოდა ძვ. წ. VIII საუკუნის 30-20-იან წლებამდე, კიმერიელთა გამანადგურებელ ლაშქრო­ბებამდე.

წყაროები

ბარამიძე, (1998): მალხაზ ბარამიძე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი ძვ. წ. II-I ათასწლეულის პირველ ნახევარში (ძირითადი პრობლემები), დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი;

ბარამიძე, (1999): მალხაზ ბარამიძე, ძვ. წ. III-I ათასწლეულების არქეოლოგიური კულტურები და მათი ეთნიკური ატრიბუცია (აფხაზეთის მასალების მიხედვით), აფხაზეთის მოამბე, II-III, თბილისი;

გვეტაძე, (2001): ჯემალ გვეტაძე, კიმერიელთა კავკასიაში განსახლების საკითხისათვის, გურია (მხარის კვლევა-ძიების შედეგები), III, თბილისი, საწარმოო-საგამომცემლო გაერთიანება ,,მეცნიერება“;

თოფურია, (1931): ვარლამ თოფურია, სვანური ენა, I, ზმნა, ტფილისი, საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გამოცემა;

თოფურია, (2002): ვარლამ თოფურია, შრომები, II, თბილისი, გამომცემლობა ,,ქა-რთული ენა“;

ინანიშვილი, ჯიბლაძე (2019): გივი ინანიშვილი, ლერი ჯიბლაძე, კოლხეთის ბრინჯაოს წარმოების ისტორიისათვის. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი, თბილისი;

ინანიშვილი და სხვები (1998): გივი ინანიშვილი, შოთა ჩართოლანი, ბესარიონ მაისურაძე, გელა გობეჯიშვილი, თეიმურაზ მუჯირი, საქართველოს უძველე-სი სამთამადნო წარმოების ძეგლები. ძიებანი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი, II, თბილისი;

ინაძე (1993): მერი ინაძე, ტერმინი ,,ჭანები“, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბილისი;

კარტოზია (2000): გურამ კარტოზია, სვანურისა და ზანურის ურთიერთმიმართების ისტორიისათვის, ქართული ენის კათედრის შრომები, V, თბილისი;

კვიციანი, ჯიბლაძე (2010): ზვიად კვიციანი, ლერი ჯიბლაძე, კოლხეთის მთისა და ბარის ურთიერთობის საკითხები ბრინჯაოს ხანაში (ზოგადი მიმოხილვა სვანეთის მასალების მიხედვით). კულტურულ-საისტორიო ძიებანი, თბილისი;

კვიციანი, ჯიბლაძე (2015): ზვიად კვიციანი, ლერი ჯიბლაძე, უახლესი არქეოლო-გიური აღმოჩენები სვანეთში, თბილისი;

ლეთოდიანი (1982): დიმიტრი ლეთოდიანი, ლეჩხუმი ადრეფეოდალურ ხანაში, სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 227, თბილისი;

ლომოური (2001): ნოდარ ლომოური, დასავლეთ საქართველოს ეთნოპოლიტიკური სურათი ახ. წ. II საუკუნეში, ნარკვევები, VII, თბილისი;

ლორთქიფანიძე (1990): მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთი, თბი-ლისი;

ლორთქიფანიძე (1986): ოთარ ლორთქიფანიძე, არგონავტიკა და ძველი კოლხე-თი;

ლორთქიფანიძე (2002): ოთარ ლორთქიფანიძე, ძველი ქართული ცივილიზაცი-ის სათავეებთან, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

მელიქიშვილი (1970): გიორგი მელიქიშვილი, ქართველები, მათი წარმომავ-ლობის საკითხი, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტომი I, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, თბილისი;

მელიქიშვილი (2006): გიორგი მელიქიშვილი, ქართველ ტომთა გაერთიანებები საქართველოს ტერიტორიაზე ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლოს – ახ. წ. III საუკუნეში, საქართველოს ისტორია, ტ. I (ტომის რედაქტორი ნოდარ შოშიაშვილი, მთავარი რედაქტორი მარიამ ლორთქიფანიძე), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

მელიქიშვილი (2007): გიორგი მელიქიშვილი, ქართველური ტომები, მათი დიფერენციაციისა და კონსოლიდაციის პროცესები, აჭარის მოსახლეობის ადგილი ქართველურ ტომთა ერთიანობაში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, ტომი I, უძველესი დროიდან ახ. წ. V საუკუნემდე, გამომცემლობა „ინოვაცია“, ბათუმი;

მიქელაძე (1974): თეიმურაზ მიქელაძე, ძიებანი კოლხეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან (ძვ. წ. II-I ათასწლეუ-ლები), გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი;

ფხაკაძე (1992): გურანდა ფხაკაძე, დასავლეთ საქართველო ადრებრინჯაოს ხანაში, საქართველოს არქეოლოგია რვა ტომად, ტომი II, ენეოლით-ადრე-ბრი¬ნჯაოს ხანა, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი;

ფხაკაძე, (1993): გურანდა ფხაკაძე, დასავლეთი ამიერკავკასია ძველი წელთაღრიცხვის III ათასწლეულში, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი;

ქართველები (ყველაფერი ქართველთა კულტურისა და ეთნოსის შესახებ), გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი, 2016;

ღამბაშიძე და სხვები (2010): ირინა ღამბაშიძე, გიორგი მინდიაშვილი, გიორგი გოგოჭური, კახა კახიანი, ირაკლი ჯაფარიძე, უძველესი მეტალურგია და სამთო საქმე საქართველოში ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში, გამომცემლობა ,,მწიგნობარი“, თბილისი;

ყაუხჩიშვილი (1957): თინათინ ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი;

ჩართოლანი, (1992): მიხეილ ჩართოლანი, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში სვანთა თავდაპირველი დასახლების საკითხისათვის, ჟურნალი ,,მაცნე“, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, II, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, II, თბილისი;

ჩართოლანი (1996): შოთა ჩართოლანი, ძველი სვანეთი, შპს გამომცემლობა ,,კერა XXI“, თბილისი;

ჩართოლანი (2010): შოთა ჩართოლანი, შრომები, რედაქტორ-გამომცემელი ჯუანშერ ამირანაშვილი, თბილისი;

ჩარკვიანი (1967): ალექსანდრე ჩარკვიანი, სვანეთი (XIX საუკუნის მეორე ნახევარი და XX საუკუნის დასაწყისი), გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი;

ცხადაია (2000): პაატა ცხადაია, ტოპონიმიკური ვითარება სამურზაყანოში, ჟურნალი ,,არტანუჯი“, X, თბილისი;

ჯავახიშვილი (1979): ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი I, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

ჯანაშია (1959): სიმონ ჯანაშია, სვანურ-ადიღეური (ჩერქეზული) ენობრივი შეხვედრები (ქართველურ ადიღეური პარალელები. I), შრომები, III, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი;

ჯაფარიძე (1982): ოთარ ჯაფარიძე, დასავლეთ საქართველო გვიანბრინჯაოს ხანაში, ჟურნალი ,,მაცნე“, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, II, გამომცემლობა ,,მეცნიერება“, თბილისი;

ჯაფარიძე (2003): ოთარ ჯაფარიძე, საქართველოს ისტორიის სათავეებთან, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

ჯაფარიძე (2006): ოთარ ჯაფარიძე, ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან, გამომცემლობა ,,არტანუჯი“, თბილისი;

ჯაფარიძე (2012): ოთარ ჯაფარიძე, ადრეული ბრინჯაოს ხანა, საქართველოს ისტორია ოთხ ტომად (უძველესი დროიდან XX საუკუნის ბოლომდე), ტომი I, გამომცემლობა პალიტრა L, თბილისი;

ჯაფარიძე (2013): ოთარ ჯაფარიძე, ბრინჯაოს ინდუსტრიის ისტორიისათვის უძველეს საქართველოში, თბილისი;

ჯიბლაძე (2000): ლერი ჯიბლაძე, პროტო და ძველკოლხური კულტურების ზოგიერთი პრობლემური საკითხისათვის, ძიებანი (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი), VI, თბილისი;

Климов (1964): Г. А. Климов, Этимологический словарь картвельских язы-ков, Издательство Академии Наук СССР, Москва;

Klimov (1998): G. A. Klimov, Etymologikal Dictionary of Kartvelian Languages, Berlin-New york.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია