სეხნია ჩხეიძის ქრონოლოგიური ჩანაწერების სანდოობის საკითხი ქართული და უცხოური წყაროების მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.08საკვანძო სიტყვები:
ქართლს სამეფო, კახეთის სამეფო, იმერეთის სამეფო, ოსმალობა, ყიზილბაშობა, ლეკიანობა, ქსნის ხეობა, ახალციხის საფაშო, აჯანყებაანოტაცია
წინამდებარე სტატიაში შესწავლილია XVIII საუკუნის I ნახევარში მცხოვრები ქართველი მემატიანის სეხნია ჩხეიძის ,,ცხოვრება მეფეთა“-ს ქრონოლოგიური ჩანაწერები, რომლებშიც თვითმხილველის თვალით გადმოცემულია აღმოსავლეთ საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარება. წყაროში ეს მოვლენები ავტორს ქრონიკების სახით აქვს წარმოდგენილი, ჩვენ კი შეგნებულად გავაერთიანეთ ერთ თემად, რადგან მკითხველს უკეთ გაეცნობიერებინა ამ პროცესების სიმძიმე აღმოსავლეთ საქართველოსთვის: ,,ოსმალობა“, „ლეკიანობა“, „ყიზილბაშობა“. XVII – XVIII საუკუნეები ქართველი ხალხის ისტორიულ ცხოვრებაში ძირითადად ნგრევა-აწიოკებისა და საგარეო მტრების წინააღმდეგ ომების ხანა იყო. ქვეყნის პოლიტიკური დაშლას ხელს უწყობდა გარეშე მტრის შემოსევები. XVIII საუკუნის დასაწყისიდან ლეკები ქართლ-კახეთს ხშირად უტევდნენ, ხოლო ოსმალთა ბატონობის დროს, 1923 წლიდან, მათი შემოსევები უფრო პერმანენტულ ხასიათს ღებულობს. სპარსეთის დასუსტების პირველ ხანებში ირანი ლეკებს ქართული სამეფოების წინააღმდეგ ბრძოლაში იყენებდნენ , მაგრამ მოგვიანებით, ლეკები მთლიანად იწყებენ ამიერკავკასიაში სპარსული სამფლობელოების დარბევას და შაჰი დასახმარებლად ქართველ მეფეებს მიმართავდა.
დაღესტნიდან მტაცებლური რაზმების მოგერიება, მათ მიერ ქალაქების, სოფლების აწიოკება და სარჩო -საბადებლის მიტაცება დეტალურად აქვს აღწერილი სეხნია ჩხეიძეს. ამ ავაზაკურ თავდასხმებს თავგანწირვით ებრძოდა ქართული მოსახლეობა, მაგრამ მტრის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას აძნელებდა, როგორც ქვეყნის შიდა შეუთანხმებლობა, ასევე, ჯერ ოსმალეთისა და შემდეგ ყიზილბაშების გაუსაძლისი პოლიტიკა. სეხნია ჩხეიძემ ქართულ ისტორიოგრაფიაში პირველმა შეძლო ისტორიული ფაქტების რეალური აღქმა ქრონოლოგიურად დალაგება და მარტივი ენით გადმოცემა.
წყაროები
ა) წყაროები:
გიულდენშტედტი,1962: გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში. ტ. I. გერმანული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და გამოკვლევა დაურთო გია გელაშვილმა. თბილისი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა;
ვახუშტი,1973: ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. ქართლის ცხოვრება. ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირიტადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
პაპუნა,1981: პაპუნა ორბელიანი. ამბავნი ქართლისანი. ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონები და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
სეხნია,1913: სეხნია ჩხეიძე. საქართველოს ცხოვრება, ზაქარია ჭიჭინაძის გამოცემა;
ხერხეულიძე, 1989: ომან ხერხეულიძე, მეფობა ირაკლი მეორისა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ლ. მიქიაშვილმა. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
ბ) სამეცნიერო ლიტერატურა:
ალიმბარაშვილი, 2013: იოსებ ალიმბარაშვილი. ლეკიანობა“ და ქართლ-კახეთის სამხედრო-თავდაცვითი სისტემა XVIII- XIX ს. 30-იანი წლები, თბილისი;
ბერძენიშვილი, 1973: ნიკო ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი VI, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;
ბოცვაძე,1968: ბოცვაძე, 1968: ბოცვაძე თეიმურაზ , საქართველო-დაღესტანის ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XVIIIსს) თბილისი;
გოგოლაური, 2020: გოგოლაური, 2020. გოგოლაური რომან, სეხნია ჩხეიძის ცნობები დაღესტან-ოსმალეთის ურთიერთობის შესახებ, ტრაპიზონი;
კუცია, 2002: კარლო კუცია. ნადირ-შაჰი და საქართველო, კრებული: ახლო აღმოსავლეთი და საქართველო, ტ. III თბილისი, ქრონოგრაფი;
ლაცაბიძე, 2016: თამაზ ლაცაბიძე. სეხნია ჩხეიძის ბიოგრაფიისათვის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრი, შრომათა კრებული N 10, 2016.
ლორთქიფანიძე, მეტრეველი, 2007: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“;
მამისთვალიშვილი,2019: მამისთვალიშვილი, ელდარ, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია (ბრძოლა სარწმუნოებისა და ეროვნული დამოუკიდე-ბლობის დაცვისათვის. XVI-XVIII სს). თბილისი;
მეგრელიძე, 1973: დარეჯან მეგრელიძე. ბრძოლა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ-საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, თბილისი:1973 გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”;
რეხვიაშვილი, 1989: მიხეილ რეხვიაშვილი. იმერეთის სამეფო (1462-1810 წწ.), თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა;
სამსონაძე, 2020: სამსონაძე, მ., დასავლეთ საქართველო XVIII საუკუნის პირველ ნა¬ხე-ვარში, საქართველოს ისტორია საქართველო XIII საუკუნიდან XIX საუ¬კუ¬ნე¬მ¬დე. ტომი III, თბილისი. გამომცემლობა „პალიტრა L“;
სვანიძე, 1990: სვანიძე, 1990: სვანიძე მიხეილ,საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები , XIV-XVIII სს; გამომცემლობა „მეცნიერება“;
შენგელია, 1974: ნოდარ შენგელია. XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები, თბილისი.„თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“;
ჩხატარაიშვილი, 1973: ქველი ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველოს განთავისუფლება ოსმალეთის ბატონობისაგან, საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტომი IV, საქართველო XVI საუკუნის დასაწყისიდან XIX საუკუნის 30-იან წლებამდე, თბილისი: გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”;
Потто,1885: В. Потто. Кавказская война въ отдельныхъ очеркахъ, эпизодахъ, леге-ндахъ и биографияхъ. т. I. От древнейшихь времень до Ермолова. вып. I. СПБ., 1885.