ქართლ-კახეთის სამეფოს თავად აფხაზთა გვარწარმომავლობის ისტორიიდან
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.13საკვანძო სიტყვები:
აფხაზთა გვარი, ანჩაბაძეთა გვარი, საქართველო, აფხაზეთი, კახეთი, კარდენახიანოტაცია
გამოკვლევაში, ისტორიულ საბუთებზე დაყრდნობით, დადგენილია, რომ ქართლ-კახეთის სამეფოს ერთ-ერთი წარჩინებული გვარი - თავადი აფხაზები წარმომავლობით არიან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული რეგიონიდან - აფხაზეთიდან. საისტორიო წყაროების მიხედვით, ისინი წარმოადგენენ აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძის (იმავე აჩბას) განშტოებას, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი XVII საუკუნის შუა ხანებში კახეთში, კერძოდ, სოფელ კარდენახში დამკვიდრდა და საფუძველი ჩაუყარა აფხაზების წარჩინებულ საგვარეულოს.
ნაშრომში, ისტორიულ-შედარებითი მეთოდისა და წყაროების ციკლური შესწავლის საფუძველზე გაანალიზებულია XVII-XX საუკუნეებით დათარიღებული ქართული საისტორიო დოკუმენტები, რომლებშიც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები იხსენიებიან. დადგენილია, რომ ამ გვარმა საქართველოს არაერთი ღირსეული მამულიშვილი მისცა.
XX საუკუნის ოციანი წლებიდან საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების შედეგად, თავად აფხაზთა გვარის არაერთი წარმომადგენელი იძულებული გახდა, რომ სამშობლო დაეტოვებინა და უცხოეთში გახიზნულიყო, ამჟამად საქართველოში ამ გვარის მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს.
წყაროები
ანჩაბაძე (2009): გიორგი ანჩაბაძე, ქართველები და აფხაზები: ისტორია და თანამედროვეობა, თბილისი;
ბაგრატიონი (1997): იოანე ბაგრატიონი, შემოკლებით აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა (მასალა ისტორიისათვის), ზ. კაცელაშვილის გამოცემა, თბილისი;
ბატონიშვილი (1973): ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგნ.: „ქართლის ცხოვრება“, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბილისი;
ბერძნიშვილი (1980): ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, ტ. I, ქართული საზოგადოებრიობა 1833-1844 წლებში; მასალები ბიოგრაფიული ლექსიკონისათვის (ა-ე), თბილისი;
გვრიტიშვილი (1955): გვრიტიშვილი დავით, ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან (ქართლის სათავადოები), თბილისი;
თაყაიშვილი (1909): საქართველოს სიძველენი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა, ე. თაყაიშვილის რედაქტორობით, ტ. II, ტფილისი;
ლექსიკონი I (1991): პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII საუკუნეების ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. I, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა, გ. ჯანდიერმა, თბილისი;
ლექსიკონი II (1993): პირთა ანოტირებული ლექსიკონი, XI-XVII საუკუნეების ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით, ტ. II, გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა და მ. სურგულაძემ, თბილისი;
ორბელიანი (1981): პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ტექსტი დაადგინა, შესავალი, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელენე ცაგარეიშვილმა, თბილისი;
ჟორდანია (1997): ოთარ ჟორდანია, აფხაზი ივანე ნიკოლოზის ძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. I, თბილისი;
საბუთები (2008): ერეკლე II-ის მიერ გაცემული საბუთები (1736-1797 წლები), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემა, შეადგინა მ. ჭუმბურიძემ, თბილისი;
საითიძე (1997): გელა საითიძე, სწამდა სამშობლოს აღორძინება (გენერალი კონსტანტინე აფხაზი), თბილისი;
საითიძე (2008): გელა საითიძე, გენერალი კოტე აფხაზი (ქართული მხედრობის ღირსეული წარმომადგენელი), თბილისი;
სიდამონიძე, (1997): უშანგი სიდამონიძე, აფხაზი კონსტანტინე/კოტე ნიკოლოზის ძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. I, თბილისი;
შარვაშიძე (1946): გიორგი შარვაშიძე, ლირიკა, ეპოსი, დრამა, ს. ჯანაშიას რედაქციითა და ნარკვევით, სოხუმი;
ძეგლები, IV (1972): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. IV, სასამართლო განჩინებანი (XVI-XVIII სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი;
ძეგლები, V (1974): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. V, სასამართლო განჩინებანი (XVIII ს.), ტექსტები გამოსცა და შენიშვნები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი;
ძეგლები VI (1977): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, სასამართლო განჩინებანი (XVIII-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი;
ძეგლები, VII (1981): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VII, საერო სასამართლო არზა-ოქმები, ტექსტები გამოსცა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი;
ძეგლები, VIII (1985): ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VIII, სასამართლო არზა-ოქმები და კერძო-სამართლებრივი აქტები, ტექსტები გამოსა-ცემად მოამზადა და შენიშვნები დაურთო ი. დოლიძემ, თბილისი;
ჭურღულია (1983): ოთარ ჭურღულია, ნარკვევები ქართულ-აფხაზური კულტურულ-ლიტერატურული ურთიერთობიდან, წიგნი II, სოხუმი;
ჯანელიძე (2018): ოთარ ჯანელიძე, აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე, ენციკლოპედია - ლექსიკონი„სა¬¬¬¬ქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“, თბილისი;
ჯავახიშვილი (2009): ნიკო ჯავახიშვილი, თავად აფხაზათა საგვარეულოს ისტორიისათვის, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების სამეცნიერო შრომათა კრებული „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“, ტ. VI, თბილისი;
Думин, Гребельский (1998): Думин С., Гребельский П., Дворянские роды Российской империи, т. IV, Князья Царства Грузинского, под редакцией С.Думина и Ю. Чиковани, Москва,1998;
Джавахишвили (2003): Джавахишвили Н.,Грузины под российским флагом (Грузинские военные и государственные де¬ятели на службе России в 1703-1917 гг.), Тбилиси, 2003;
Грузинские дворянские акты (1893): Грузинские дворянские акты и родословные росписи (материалы для истории Грузии), Издание с предисловием и при¬ме¬чаниями А. С. Хаханова, Москва, 1893;
Чиковани (2007): Чиковани Ю., Род Абхазских Князей Шервашидзе (Историкогенеалогическое исследование), Тбилиси, 2007;
კორნელი კეკელიძის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული
ცენტრის ფონდები:
ხეც, ევგენი ვეიდენბაუმის კარტოთეკა, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ევგენი ვეიდენბაუმის კარტოთეკა;
ხეც, საბუთი Qდ -1653, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Qდ -1653;
ხეც საბუთი Sd-748, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნა-წერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Sd-748;
ხეც, საბუთი Hd-2286, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Hd-2286;
ხეც, საბუთი Hd-142, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Hd-142;
ხეც, საბუთი Sd-562, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საბუთი Sd-562.
პერიოდიკა
ივერია, 1892, N121: გაზეთი „ივერია”, 1892, 12 ივნისი, #121;
ივერია, 1895, N257: გაზეთი „ივერია“, 1895, 28 ნოემბერი, #257.