ვირჯინია ვულფის „საკუთარი ოთახის“ ფემინისტური და ლინგვოსტილისტური პარადიგმები

ავტორები

  • Ira Danelia სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კობა წურწუმია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.17

საკვანძო სიტყვები:

„საკუთარი ოთახი“, ფემინიზმი, ქალთა უფლებები, ევროპელი და ამერიკელი ფემინისტი ქალების ნააზრევი, ფემინისტური სტილისტიკა და გამოხატვის ხერხები, ემოციური ჩართულობა

ანოტაცია

წარმოდგენილ პუბლიკაციაში განხილულია ბრი­ტა­ნე­ლი მწე­რა­ლი ქალის, ესეისტისა და მოდერნისტული ლიტერატურის გამო­რჩ­ეული წარ­მო­­­მა­დგენლის ვირჯინია ვულფის თეორიული ნაშრომი „სა­კუ­თა­რი ოთახი“. ასევე ნა­შ­რომში წარმოდგენილია ევროპელი და ამერიკელი ინტელექტუალი ქა­ლე­ბის ხე­დ­ვები, მათი თეორიული შრომები, რომლებიც ძირეულ ტრანს­ფო­რ­მა­ციას მოი­თ­­ხო­ვ­დნენ ქალების ცხოვრებაში, საზო­გა­დო­ებასა და ოჯახში ქალის უფლება-მოვა­ლე­ო­ბების გაუმჯობესებას. ნაშ­რო­მი მიზნად ისახავს ანტი­ფე­მი­ნი­ს­ტუ­რი და ან­ტიგე­ნ­დე­რუ­ლი საკითხების კომპლექსურ გააზრებას. ამავე დროს, ნაშრომში  გა­ნ­ხილულია ის უმ­თა­ვ­რე­სი საკითხები, გამოწვევები, რომლის წინაშე იდგნენ ინ­ტე­ლექტუალი ქალები.

ნაშრომში ხაზგასმულია ფემინისტური ლიტერატურისათვის დამა­ხა­­სი­ა­თე­ბელი ლინგვოსტილისტური თავისებურებები, კერძოდ, ვირჯინია ვულფის „სა­კუ­­თა­რი ოთახის“ მაგალითზე, რამდენადაც ეს ნაწარმოები ნა­კ­ლებადაა შე­ს­წა­ვ­ლი­ლი ამ ჭრილში. სწორედ ეს გახლავთ ჩვენი ნაშ­რო­მის მიზანი და სიახლე ლინ­გ­ვისტური  და სტილისტური  კუთხით.

ზემოხსენებულ სტატიაში შევეცადეთ რაც შეიძლება ნათლად მიგვე­წო­დე­ბინა მკითხველისთვის ის ფემინისტური გზავნილები და ლი­ტე­რა­ტუ­რული ხე­რ­ხები, რო­მელსაც  ვულფი იყენებს თავის ესეში, როგორც გა­მო­წვევას გენდერის ტრა­დი­ცი­­ული გაგებისა და გენდერული თა­ნა­ს­წო­რო­ბის ხელშეწყობისთვის ბრძოლაში. ამ­გვა­რად, მან ნამდვილად დაუმ­კ­ვი­დრა ადგილი ქალ მწერალთა და კრიტიკოსთა მო­მავალ თაობას ამ ბრძო­ლა­ში.

მიზოგინია, ქალთა მიმართ უნდობლობა და სიძულვილი, და­მ­ცი­რე­ბა, დ­ი­დი ხნის მანძილზე გრძელდებოდა. „შავ-ბნელ“ ეპოქაში ქალთა თავი­სუ­ფ­ლებაზე. ეკონომიკურ სტაბილურობაზე, არჩევნებში მონაწი­ლე­ო­ბაზე, განათლების მიღებ­ა­ზე საუბარი ხმამაღალი იყო. ლიტერატურაში ე. წ. „ქალური თემების“ შე­მო­ტანა უც­ხო და მიუღებელი იყო. საუკუნეების მანზილზე პატ­რი­ა­რ­ქა­ლურ აზ­რო­­ვნებას ეწი­რებოდნენ ქალები. XX-XXI საუ­კუ­ნეების მიჯნაზე თანდათან იწყება ძველი პატ­რი­არქალური იდეო­ლო­გიის რღვევა. დღეს სამეცნიერო ლი­ტე­რა­ტუ­რაში ტერმინი „ფემინიზმი“ საკვანძო სიტყვად იქცა.

სტატიაში გამოყენებულია კვლევის შემდეგი მეთოდები: წყარო­თ­მცო­დნ­ე­ო­­ბი­თი მეთოდი, მასალის შეგროვება-დამუშავების, ტექსტის კრი­ტიკული და ლინ­გ­ვო­ს­ტილისტური ანალიზის მეთოდი, დაკვირვების მე­თო­დი.

წყაროები

განთიადი (2018): ჟურნალი „განთიადი“, N7-8, თბილისი;

ვულფი (1988): ვ. ვულფი, ესეები, თარგმანი პაატა და როსტომ ჩხეიძეებისა, თბილისი;

ვულფი (2006): ვ. ვულფი, საკუთარი ოთახი, თარგმანი ინგა მაცაბერიძე-პაპავასი, თბილისი;

ვულფი (2012): ვ. ვულფი, მისის დოლოვეი, თარგმანი გ. ძნელაძის, თბილისი;

კაკაბაძე (1971): ნ. კაკაბაძე, თანამედროვე დასავლური რომანი და მისი პოეტიკა, პორტრეტები და სილუეტები, თბილისი;

XX საუკუნის...(2011): XX საუკუნის I ნახევრის დასავლეთევროპული ლიტერატურის ისტორია, ნ. კაკაურიძის რედაქციით, ქუთაისი;

საფო (1977): საფო, ლირიკა, თარგმანი, შესავალი წერილი, შენიშვნები და სახელთა საძიებელი დაურთო ნ. ტონიამ, თბილისი;

სფენქერენი (2000): სფენქერენი ქეთრინ ვან, ამერიკული ლიტერატურის მიმოხილვა, თარგმანი მ. დუმბაძისა და ზ. გაჩეჩილაძის, თბილისი;

უსლ (1989 ): უცხო სიტყვათა ლექსიკონი, შემდგენელი მიხ. ჭაბაშვილი, თბი¬ლისი;

„სახალხო ფურცელი“ (1926): გაზეთი „სახალხო ფურცელი, N478, თბილისი;

წურწუმია (2018): კ. წურწუმია, კლასიკური და თანამედროვე საზღვარგარეთული ლიტერატურა, თბილისი;

ყიასაშვილი (1988): ნ. ყიასაშვილი, „თანამედროვეობა“ და „მოდერნიზმი“, დასავლეთ ევროპის ლიტერატურა (XX საუკუნე), ლიტერატურის ისტორია, პოეტიკა, ურთიერთობანი, თბილისი;

ყაუხჩიშვილი (1961): ს. ყაუხჩიშვილი, ანტიკური ლიტერატურის ისტორია, თბილისი;

Bimberg (2002): Bimberg Christiane, The Poetics of Conversation in Virginia Woolf's ‘A Room of One's Own: Construct;

Johnson (2022): Johnson, L., Metaphoric Language in Virginia Woolf's A Room of One's Own: A Feminist Stylistic Analysis. Feminist Studies, 36(3);

Johnson (2022): Johnson, L., Metaphoric Language in Virginia Woolf's A Room of One's Own: A Feminist Stylistic Analysis. Feminist Studies, 36(3);

Mills (2005): Mills, S., Feminist Stylistics. 2nd edition.p.165 London: Routledge;

Woolf ,Virginia. A Room of one’s own .New York: Harcourt Brace.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება