ექვთიმე მთაწმინდელი (ათონელი) სამართლის მთარგმნელობითი სკოლის დიდოსტატი, მისი ლიტერატურული და საღვთისმეტყველო მემკვიდრეობა

ავტორები

  • ლალი გაბისონია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.33

საკვანძო სიტყვები:

ექვთიმე მთაწმინდელი, ათონის მთარგმნელობითი სკოლა, კანონმდებლობის რეცეფცია, კლება-მატების პრინციპი

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება ქართული საღვთი­ს­მე­ტ­ყვე­ლო, სალიტერატურო და სამართალშემეცნებითი, ქართული მთარგმნე­ლო­ბი­თი სკოლის სწორუპოვარ წარმომადგენელსა და სულის ჩამდგმელს-ექვ­თი­მე მთაწმინდელს. ფასდაუდებელია მისი ღვაწლი ქართული სამართლის მეცნიერებისა და  სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წინაშე. ექვთი­მე­სე­ული ე.წ. კლება-მატების პრინციპი არის უცხოური სამართლის რეცეფციის საუკეთესო სტანდარტი, რაც სასურველია თანამედროვე კანონმდებელმა აქ­ტი­ურად გაითვალისწინოს უცხოურ კანონებზე მუშაობასა და მათ ქართულ სამართლებრივ სივრცეში შემოღების პროცესში. უცხოურ კანონთა კალ­კი­რე­ბის ნაცვლად  თუ მოხდება მათი მისადაგება ექვთიმესეული კლება-მატების პრინციპით, კი რთული და შრომატევადი გზაა, მაგრამ საუკეთესო შედეგს მი­ვი­ღებთ და ეს მეთოდი არ გვაქვს შორს საძებარი, ჩვენმა  წინაპარმა დაგვი­ტო­ვა საუკეთესო ნიმუშები კლება-მატების პრინციპით უცხოური კანონების რეცეფციისა ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ქართული სამართლის ძეგ­ლების თარგმნისა.  ნაშრომი არ შემოიფარგლება  მხოლოდ ექვთი­მე­სე­უ­ლი რეცეფციის სტანდარტებით, ასევე განვიხილავთ ექვთიმესეული  დანა­შა­უ­ლთა კვალიფიკაციის იმ ეპოქისთვის  ახლებურ მიგნებებს,  ასევე  მის ლი­ტე­რატურულ მემკვიდრეობას, ძირითადად ეს არის საღვთისმეტყველო და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები და უმრავლესი მათგანი შეეხება მართლ­მა­დი­­დებლობის, როგორც სარწმუნოებისა და იდეოლოგიის გზას.

        ექვთიმე ათონელი ის ავტორია, რომელსაც მეტი ყურადღება და მეტად გა­თვალისწინება სჭირ­დე­ბა. თანამედროვე ქართველებს უნდა გვახსოვდეს წარსულის სწორი გაკვე­თი­ლე­ბი უკეთესი წინსვლისთვის, მეტი ექვთიმ­ე­სე­უ­ლი გამოცდილების გათ­ვა­ლი­სწინება მხოლოდ სწორ გზაზე ატარებს ქარ­თულ კანონმდებლობას და შე­საბამისად სამართალგანვრცობით და სამა­რ­თა­­­ლშეფარდებით პროცესს. ეს მნიშვნელოვანია თანამედროვე მსოფლიოს პირობებში ქართული სახე­ლ­მ­წიფოს და საზოგადოების წინაშე არსებული გა­მო­წვევების გათვა­ლი­სწ­ი­ნე­ბით-ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარ­ჩუ­ნება საჭიროა არა მხო­ლოდ ყოფით ცხოვრებასა და კულტურაში, სამარ­თა­ლ­შემოქმედებაც კულ­ტუ­რის ნაწილია და სწორედ თვითმყოფადი და  არა უცხოურ კანონებს ბრმად მინდობილი სამართალია საჭირო ქართული სა­ხე­ლ­მწიფოს და ქართული საზოგადოების სწორად განვითარებისთვის. ვთვლი, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში ექვთიმე მთაწმინდელზე უკეთესი გზამ­კ­ვ­ლე­ვი - კანონმდებლობის  სწორი რეცეფციის  პროცესში, უბრალოდ არ არსე­ბობს,  და არა მხოლოდ  რეცეფციის პროცესში.

წყაროები

გაბისონია (2012). ლალი გაბისონია. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების პოლიტიკური და იურიდიული შეხედულებები, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“;

ეფრემ მცირე (2009) ეფრემ მცირის კოლოფონები (ტექსტები) დარეჯან თვალთვაძე „ეფრემ მცირის კოლოფონები“ გამომცემლობა „ნეკერი“;

თვალთვაძე (2009) დარეჯან თვალთვაძე ეფრემ მცირის კოლოფონები (ტექსტები), გამომცემლობა „ ნეკერი“;

კეკელიძე (1955) კორნელი კეკელიძე. ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტომი 3. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა;

კეკელიძე (1956) კორნელი კეკელიძე. ეტიუდები ტ. I. ზოგიერთი საკითხი ექვთიმე ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. თბილისი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა,

კეკელიძე (1980) კორნელი კეკელიძე. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტომი პირველი. გამომცემლობა „მეცნიერება“;

სილოგავა (2011) ვალერი სილოგავა. წმინდა გიორგი მთაწმინდელი, წმინდა ეფთვიმე მთაწმინდელის შესახებ. ჟურნალი ლოგოსი, 2011წ. N6;

სურგულაძე (2001) ივანე სურგულაძე. ნარკვევები საქართველოს პოლიტიკურ მოძღვრებათა ისტორიიდან, თბილისი, გამომცემლობა „პირველი სტამბა“;

ჭელიძე (2011) ედიშერ ჭელიძე. ქართველ ათონელთა ღვაწლი, ჟურნალი „ლოგოსი“, 2011 წ. N6;

ჯავახიშვილი (1982) ივანე ჯავახიშვილი. თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი VI , თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“;

ჯანაშვილი (1900) მოსე ჯანაშვილი. ქართული მწერლობა X საუკუნემდე, წიგნი 1. ტ.1. ტფილისი. 1900.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

სამართალი

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები