ბლუმის ტაქსონომიის გამოყენებით საკლასო აქტივობების შექმნა ინგლისურის, როგორც უცხოური ენის, შემსწავლელებისთვის

ავტორები

  • ნინო წულაია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.42

საკვანძო სიტყვები:

ბლუმის ტაქსონომია, უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები, საკლასო აქტივობები, ინგლისურის, როგორც უცხოური ენის შემსწავლელები

ანოტაცია

ბლუმის ტაქსონომია წარმოადგენს ჩარჩოს, რომელიც სხვა­და­სხვა ტიპის აზროვნების პროცესების კატეგორიზაციას ახდენს, დაწყე­ბუ­ლი ქვედა დონიდან, დამთავრებული  უმაღლესი სააზროვნო დონით. ცოდნა და გაგება მიიჩნევა ქვედა დონის სააზროვნო პროცესებად, გამოყენება განი­ხი­ლება საშუალო დონის სააზროვნო პროცესად, ხოლო ანალიზი, შეფასება და შექმნა კლასიფიცირდება, როგორც უმაღლესი დონის სააზროვნო პრო­ცე­ს­ები. პედაგოგს, საგნობრივი ცოდნის გადაცემასთან ერთად, გადამწყვეტი რო­ლი აქვს მოსწავლეებში უმაღლესი დონის სააზროვნო უნარების გან­ვი­თა­რების ხელშეწყობის კუთხით. ყოველი პედაგოგი უნდა ესწრაფოდეს, წარ­მა­რ­თოს მოსწავლეთა აზროვნება დაბალი სააზროვნო დონეებიდან უმაღლეს დო­ნემდე. ბლუმის ტაქსონომიაზე დაფუძნებული ეფექტური საკლასო აქტი­ვო­ბების შეთავაზებით, მასწავლებელს შეუძლია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას.

       უმაღლესი დონის სააზროვნო უნარების გამომუშავებით, მოსწავლეებს აქვთ უნარი ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები, დასვან საკვლევი კითხვები, შეი­მუ­შაონ პასუხები, ამოხსნან პრობლემები, მოახდინონ ცოდნის სინთეზირება სხვა­დასხვა წყაროდან, გამოთქვან ვარაუდები, მოახდინონ განსჯა, განა­ვი­თა­რონ მსჯელობა, აწარმოონ იდეების გენერირება, მოახდინონ სხვადასხვა თვალსაზრისის შეფასება, გამოიტანონ დასკვნები და ა. შ. უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოიყენონ მი­ღე­ბუ­ლი ინფორმაცია ინოვაციური გზებით, მოახდინონ ინფორმაციის ინტე­რ­პ­რე­ტა­ცია და მანიპულირება, გამოიყენონ ცოდნა ახალ კონტექსტში, შეიმუშაონ ახალი გადაწყვეტილებები და განავითარონ ორიგინალური იდეები. უმა­ღ­ლე­სი დონის სააზროვნო აქტივობები ამზადებს მოსწავლეებს ჩამო­ყა­ლი­ბ­დ­ნენ მოაზროვნეებად, ნოვატორებად და შემქმნელებად. ისეთი საკლასო აქ­ტი­ვობების წარმოდგენით, რომლებიც უბიძგებს მასწავლებლებს გამოი­ყე­ნონ უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები, მასწავლებელი ხელს უწყობს მათ აკადემიურ ზრდას და ამზადებს მათ წარმატებული და სრულფასოვანი მო­მავლისთვის. სტატიაში წარმოდგენილია ბლუმის ტაქსონომიის კოგ­ნი­ტუ­რი აზროვნების დონეეებზე დაფუძნებული საკლასო აქტივობების ნიმუშები ინგლისურის, როგორც უცხოური ენის შემსწავლელებისთვის, რომლებიც სწო­რედ სხვადასხვა დონის სააზროვნო უნარების ჩართვას მოითხოვს მოს­წა­ვლეებისგან.

წყაროები

Anderson, L. W., Krathwohl, D. R. (2001). A Taxonomy for Learning, Teaching, and Assessing: A Revision of Bloom’s Taxonomy of Educational Objectives. New York: Longman.

Bloom, B. S. (1956). Taxonomy of Educational Objectives: The Classification of Educational Goals (Vol. 1: Cognitive Domain). New York: McKay Company Inc.

McKenzie County Public School District. Bloom's Taxonomy for ELL Students. Retrieved from chrome-extension://efaidnbmnnnibpcajpcglclefindmkaj-/https://www.watford-city.k12.nd.us/cms/lib/ND02203118/Centricity/Dom-ain/121/bl¬ooms-for-ells.pdf

Northern Illinois University Center for Innovative Teaching and Learning (2020). Bloom's Taxonomy. In Instructional Guide for University Faculty and Teaching Assistants. Retrieved from https://www.niu.edu/citl/resourc-es/guides/instructional-guide

Povey, E. (2019). IPA: A framework for language teaching based on Bloom’s Taxonomy. IJO-International Journal of Educational Research, 2(12), 01-13.

Wilkins, M. (2018). Introduction to using Bloom's Taxonomy for teaching foreign languages. Kwansei Gakuin University Humanities Review, 23, 91-99.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

განათლების მეცნიერებანი

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები