„თავისუფალი სვანეთის“ მამულის მფლობელობის სადაო საკითხები, „ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელი“-ს მიხედვით

ავტორები

  • ლევან გვიჩიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.22

საკვანძო სიტყვები:

ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელი, „თავისუფალი სვანეთი“, საზღვრები, ტოპონიმები, ტრადიციული ყოფა, მამულის მფლობელობა“

ანოტაცია

ნაშრომის მიზანია, მამულის მფლობელობის სადაო საკი­თ­ხე­ბის შესწავლა „ჯაფარიძეთა სასისხლო სიგელი“-ს მიხედვით.  სიგელი  რა­მ­დე­ნჯერმე გამოიცა სხვა და სხვა ავტორების მიერ და პალეოგრაფიული კუ­თ­­ხით კარგადაა შესწავლილი, გამოკ­ვ­ლე­უ­ლია სიგელის დაწერის თა­რი­ღი, მისი ისტორიული მნიშვნელობა, სასისხლო გადასახადი მამულის გა­და­ცე­მით, გეო და ჰიდრო ტოპონიმები, მაგრამ ნაკლებადაა გამოკ­ვ­ლე­ული სი­გე­ლის გაცემის ძირითადი მიზნები, რაც ითვალისწინებდა სვა­ნე­თის თა­ვი­სუ­ფალ საზოგადოებაში ფეოდალური ურთიერ­თო­ბე­ბის ჩამო­ყა­ლი­ბე­ბე­ბის მცდე­­­ლობას და სამეფო ხელისუფლებისთვის დაქვემ­დე­ბა­რებას. კვლე­ვაში ფა­რთოდაა განხილული, სვა­ნე­თის წერილობით ძეგლებში და­ფი­ქ­სი­რე­ბუ­ლი „თავისუფალი სვანეთის“ შიდა საზღვრები, იდენტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ის ტო­­პონიმები და ადგილთა სახელწოდებები, რომლებიც და­ცუ­ლია „ჯაფა­რი­ძე­თა სასისხლო სიგელში.“ კვლევის მეთოდი: ნაშრომში გამოყენებულია ისტორიულ - შედარებითი მეთოდი, ის­ტო­რიულ წყა­რო­თა ციკლური შესწავლის მეთოდის გამოყენებით, გაკე­თებულია სა­სი­ხლო სი­გე­ლის შინაარსობრივი ანალიზი, „თავისუფალი სვანეთის“ მამულის მფლობელობის სადაო საკითხების შესწავლის კუთხით, და­ზუსტებულია მისი ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ღირებულება. ნაშრომის მეცნიერული  სიახლე:   წერილობითი წყაროს შესწავლის და გა­ა­­ნა­ლი­ზების სა­ფუ­ძ­ვე­ლზე მოხდა, წყაროს ერთერთი ანონიმური  პუბ­ლი­კა­ციის ავტორის ვინაობის დადგენა. პი­რ­ველად, დეტალურად შეისწავლულ იქ­ნა სიგელში გადმოცემული შინარსობრივი მოვ­ლე­ნე­ბის, ისტორიული პი­რო­ვ­ნე­ბე­ბისა და ტრადიციული ისტორიული რეალობის იდე­ნ­ტი­ფი­ცირება. „თა­ვი­სუ­­ფალი სვანეთის“ გეო­გ­რა­ფიული საზღვრების შემცირების მიზეზების და­დ­­გენა.  

წყაროები

ბაბუნაშვილი, ნოზაძე (1994) ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. მამულიშვილთა სავანე, გამომცემლობა „ირმისა“, თბილისი;

გაბლიანი, (1927) ედუარდ გაბლიანი, თავისუფალი სვანეთი, ტფილისი;

გაბლიანი (2010) ეგნატე გაბლიანი „თავისუფალი სვანეთი“ კ. ქოჩქიანის რედაქციით, გამომცემლობა „ეთნოპოლიტიკა“ თბილისი;

თაყაიშვილი (1937) ექვთიმე თაყაიშვილი, არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი;

ინგოროყვა (1941) პავლე ინგოროყვა, სვანეთის საისტორიო ძეგლები ნაკვ. მეორე, ტექსტები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.თბილისი;

კაკაბაძე (1920) სარგის კაკაბაძე, კვლევა-ძიებანი საქართველოს ისტორიის საკითხების შესახებ, ტფილისი;

კაკაბაძე (1924) სარგის კაკაბაძე, სასისხლო სიგელების შესახებ, სმ, II, ტფილისი;

კაკაბაძე, (1914) სარგის კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისთვის, წიგნი I. ტფილისი;

მაკალათია (1930) სერგი მაკალათია, მთის რაჭა, ტფილისი;

სარალიძე (2010/2011) ლელა სარალიძე, პლატონ იოსელიანისა და მარი ბროსეს სამეცნიერო თანამშრომლობის ისტორიიდან, ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები X-XI ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტი; თბილისი;

სილოგავა, (1986) ვალერი სილოგავა სვანეთის წერილობითი ძეგლები, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;

სოსელია (1973) ოლია სოსელია ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ისტორიიდან (სათავადოები), თბილისი;

სულხან-საბა (1949) სულხან საბა ორბელიანი, სიტყვის კონა ქართული, რომელ არს ლექსიკონი, სოლომონ იორდანიშვილის რედაქციით, საქართველოს სსრ სახელმწიფო გამომცემლობა, თბილისი;

ქსე (1983) ქართულ საბჭოთა ენციკლოპედი, ტ. 6. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გამომცემლობა, თბილისი;

ქსე (1977) ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გამომცემლობა, თბილისი;

ყაუხჩიშვილი (1976) საქართველოს ისტორიის ძველი ბერძნული წყაროები, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი;

ცისკარი (1866) „ცისკარი“, N10 ოქტომბრის გამოცემა, განყოფილება III;

ჯავახიშვილი (1982) ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტომი III, თბილისი;

Brosset, (1838) Marie Brosset, archeogrape georgien, BSc, IV. N17;

Какабадзе, (1967) Саргис Какабадзе, Грузинские документи Института народов Азии АН СССР, Москва;

Ковалевски (1890) Максим Ковалевски. Закон и обычай на кавказ. Т. I. Москва, тип. А. И. Мамонтова и К°.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-05