სამართლის რაობა და სამართლის განმარტების კრიტერიუმები ფრიდრიხ კარლ ფონ სავინის შეხედულებებში (სამართლის ისტორიული სკოლა)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.31ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება სამართლის ისტორიული სკოლის გამოჩენილი წარმომადგენლის შეხედულებებს სამართლის თეორიისა და სამართლის ფილოსოფიის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა სამართლის წარმოშობა, მისი რაობა და სამართლის ნორმის განმარტების კრიტერიუმები. ფრიდრიხ კარლ ფონ სავინიმ წარუშლელი კვალი დატოვა სამართლის ისტორიული სკოლის შექმნაში, ასევე დიდია მისი დამსახურება სამართლის წარმოშობის ისტორიული თუ თეორიული ასპექტების გააზრებაში. სამართლის ისტორიული სკოლა ჩამოყალიბდა მე-18 საუკუნის ბოლოსა და მე-19 საუკუნის დასაწყისში, მისი ფუძემდებლები არიან გერმანელი იურისტები: გუსტავ ჰუგო, ფრიდრიხ კარლ ფონ სავინი და გეორგ ფრიდრიხ პუხტა. სამართლის ისტორიული სკოლის ძლიერ მხარეს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მათ დიდი ყურადღება დაუთმეს სამართალს, როგორც მოვლენას, სამართლის წარმოშობის საკითხი მეცნიერულად გამოიკვლიეს, მათი ინტერესის ობიექტად იქცა ე. წ. დადებითი სამართალი და მისი წარმოშობის რეალური მიზეზები. დღეს წარმოუდგენიელია სამართლის არსებობის გარეშე, მისი პრაქტიკული გამოყენების გარეშე სამყაროს არსებობა. სამართლის პრაქტიკული გამოყენება, მისი სწორად წაკითხვითა და სწორი ინერპრეტაციით, სწორი განმარტებით იწყება. სამართლის პრაქტიკული გამოყენება ის მთავარი შედეგია, რისკენაც მიისწრაფვის სამართალმცოდნეობა, როგორც მეცნიერება და სამართალი, როგორც საზოგადოებრივ ურთიერთობათა მარეგულირებელი სავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა. საინტერესო და ყურადსაღებია ფრიდრიხ კარლ ფონ სავინისეული კრიტერიუმები სამართლის ნორმის განმარტებისა. მეთოდოლოგიურად სამართლის განმარტება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული პროცესია, რომელიც მოითხოვს გარკვეული მიმდევრობით განმარტებათა უკვე არსებული ხერხებისა და მეთოდების სწორ, თანმიმდევრულ იერარქიას და თითოეული დასარეგულირებელი შემთხვევის შესაბამის ინტერპრეტაციას. ამ გაგებით კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელი კანონის შესაბამისი ნორმის მოძიება და უბრალოდ წაკითხვა არ არის საკმარისი, ფაქტის დადგენა და ნორმის შერჩევა მხოლოდ ქაღალდზე იწერება მარტივად, რეალურ ცხოვრებაში, სამართალშეფარდებით საქმიანობაში კი ვფიქრობ, ყველაზე რთული, საპასუხისმგებლო, არაერთგვაროვანი პროცესია.
წყაროები
გაბისონია (2013): ლალი გაბისონია. გუსტავ რადბრუხი სამართლისა და სამართლიანობის შესახებ, მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „თანამედროვეობის მეცნიერული საკითხები“, საქართველო
ვაჩეიშვილი (2010): ალექსანდრე ვაჩეიშვილი, სამართლის ზოგადი თეორია, თბილისი;
ინწკირველი (2003): გივი ინწკირველი, სახელმწიფოსა და სამართლის ზოგადი თეორია, თბილისი;
მუთჰორსტი (2019): ოლაფ მუთჰორსტი. სამართალმცოდნეობის საფუძვლები: მეთოდი-ცნება-სისტემა, მთარგმნელი დავით მაისურაძე. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება;
ხუბუა (2011): გიორგი ხუბუა, სამართლის თეორია, თბილისი;
Savigny (1869): Friedrich Carl von Savigny, Private International Law: A Treatise on the Conflict of Laws, and the Limits of Their Operation in Respect of Place and Time (1869) Private International Law;
Von Beruf unzerer Zeit Fur Gesetzgebung und Rechtswissenshaft”1814 “ Sustem des heitung Romischen Rechts;
Savigny (1831): Friedrich Carl Von Savigny „Of the vocation of our age for legislation and jurisprudence“, London: Printed by Littelwood & CO. Old Bailey. 1831year.
Savigny (1869): Friedrich Carl von Savigny, Private International Law: A Treatise on the Conflict of Laws, and the Limits of Their Operation in Respect of Place and Time 1869 year. PRIVATE INTERNATIONAL LAW https://-heinonline.org/HOL/Contents?handle=hein.beal/priintla0001&id=1&size=2&index=&collection=hoil
Радбрух (2004): Густав Радбрух, Философия права, „Международные От¬но-шения“, Москва.