საბრალდებო პროცესი XVII-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში

ავტორები

  • ბადრი (კახა) კვარაცხელია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.37

საკვანძო სიტყვები:

აღმოსავლეთ საქართველო, XVII-XVIII საუკუნეები, სასამართლო, საბრალდებო პროცესი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნი, მდივანბეგი, ეშიკაღაბასი და მისი მოხელეები

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია გვიანფეოდალური ეპოქის აღმო­სა­ვ­ლეთ სა­ქართველოს სასამართლო მართლმსაჯულების ერთი  - გამორჩეულად სა­ყუ­­რა­­დღებო  დეტალი  საბრა­ლ­დებო პროცესი და მისი  მიმდინარეობა. გვიანფეოდალურ საქართველოში სასამართლო დაწესებულებას „მდი­ვანი“ ეწო­­დებოდა, იგი არაბული სიტყვაა და სამსაჯულისა და სახელმწიფო დაწე­სე­ბუ­ლე­ბას აღნიშნავდა. სპეციალურ სასამართლო ფუნქციის შესასრულებლად გან­წე­სებულ მოხელეს მდივანბეგი ერქვა. მდივანბეგი იყო მოსამართლე, რომლის კომპეტენციაში შედიოდა სხვა­და­ს­ხვა სახის სამოქალაქო და სისხლისა სამართლებრივი საქმეები. მდივანბეგის სა­სა­მა­რ­თლო ჩვეულებრივ კოლეგიური იყო. სასამართლოს ესწრებოდა მდივანი, რო­მ­ლის მოვალეობას შეადგენდა მხარეთა ჩვენების ჩაწერა, სამართლებრივი წიგნის სათანადო მუხლის მოძებნა; მდივნები სასამართლოს წევრებადაც ით­ვ­ლე­ბოდნენ და მონაწილეობას იღებდნენ საქმეების გარჩევაში. ჩვენს მიერ შესასწავლი  საბ­რა­ლ­დებო პროცესის მიმდინარეობას  ეს ადამიანები ახორციელებდნენ. XVII-XVIII საუკუნეების  საქართველოში მდივანბეგი მეფის მიერ ხელდა-ს­მუ­ლი მოხელე და  სახე­ლმწიფო მოსამართლე იყო. საბრალდებო პროცესის მიმ­დი­­ნა­რეობა მთლიანად მდივანბეგის პრეროგატივა იყო, მაგრამ დასავლეთ საქართ­ვე­ლოს სამეფო-სამთა­ვ­როებისგან განსხვავებით, აღმოსავლეთ  საქარ­თ­ვე­ლო­ში  სა­ბრალდებო პროც­ე­სში XVII საუკუნიდან მდივანბეგთან ერთად ეშიკა­ღა­ბა­სი და მისი ხელქვეითი მოხელეებიც მონაწილეობდნენ.

წყაროები

ბაგრატიონი (1959): დავით ბაგრატიონი, საქართველოს სამართლისა და კანონმთცოდნეობის მიმოხილვა, აპოლონ როგავას რედაქციითა და გამოკვლევებით, თბილისი;

გუგუშვილი (1938): პაატა გუგუშვილი, „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნი ჰჯულნი“ წიგნში: მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვეთი III, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, ტფილისი;

დასტურლამალი (1886): „დასტურლამალი მეფის ვახტანგ მეექვსისა“ (რედაქტირება პეტრე უმიკაშვილისა), ტფილისი;

დოკუმენტები (I/1940): დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ტომი I, ბატონყმური ურთიერთობა, (XV-XVIII ს.ს.) ნიკო ბერძენიშვილის რედაქტორობით, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის გამომცემლობა, თბილისი;

ვახტანგის სამართალი (1955): ვახტანგVI სამართლის წიგნი, თინათინ ენუქიძის გამოცემა, თბილისი;

კაკაბაძე (1913): თავგადასავალი იესე ოსეს შვილისა / სარგის კაკაბაძე. ა.მ. კერესელიძის სტამბა, ტფილისი;

ლეკვეიშვილი (1963): მზია ლეკვეიშვილი, სასამართლო პროცესი XVII-XVIII საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა და სტამბა, თბილისი;

სიძველენი (III/1926): საქართველოს სიძველენი, ტომი III (დამატება), ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი;

სიძველენი (II/1909): საქართველოს სიძველენი, ტომი II, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი;

ფონდი: საქართველოს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდი, საბუთი N 14.874;

ჩხეიძე (1854): სეხნია ჩხეიძის თხზულება, იხილეთ წიგნში: ქართლის ცხოვრება, დასაბამითგან მეათცხრამეტე საუკუნემდის, ნაწილი II - ახალი მოთხრობა, 1469 წლიდგან, ვიდრე 1800 წლამდე - გამოცემული დ. ჩუბინოვისაგან, სპბ.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-06