ინტერპერსონალური ურთიერთობების თავისებურებები სტუდენტებთან დისტანციური სწავლების პროცესში

ავტორები

  • თამარ ადეიშვილი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.44

საკვანძო სიტყვები:

სტუდენტები, ინტერპერსონალური, ურთიერთობები, პასუხისმგებლობა, დისტანციური სწავლება, თავისებურებები

ანოტაცია

თანამედროვე ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, ინტერპე­რ­სო­ნა­ლური ურთიერთობები განიხილება, როგორც კომუნიკაციის ყველაზე ეფე­ქ­­ტური საშუალება, რომელიც თითოეული სტუდენტისთვის განვი­თა­რე­ბის აუცილებელ პირობას ქმნის. თუმცა, მიმდინარე ეტაპზე, როდესაც მსო­ფ­ლიო პანდემიამ მოიცვა, ჯანდაცვის ორგანიზაციამ დააწესა გარკვეული შე­ზ­ღუ­დვები და რეგულაციები, მათ შორის აუცილებელი გახდა სწავლის დი­ს­ტა­ნ­ციურ რეჟიმში გადასვლა, რამაც გარკვეული სახის გავლენა მოახდინა სტუ­დე­ნტთა ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე. ზემოთქმულიდან გამომდინარე კვლევის მიზნად დავისახეთ დი­ს­ტა­ნციური სწავლის პროცესში ინტერპერსონალური ურთიერთობების ემპი­რი­უ­ლი შესწავლა სტუდენტურ ჯგუფებში. სტუდენტურ ჯგუფებში ურთიერთობის ფორმის გამოვლენის მიზნით შე­ვარჩიეთ თიმოტი ლირის ინტერპერსონალური ურთიერთობის საკვლევი ტე­სტი. სულ გამოკითხულ იქნა 160 სტუდენტი, მათ შორის 80 იყო პირველი და მეორე კურსის სტუდენტი, 80 მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები. პირველი და მეორე კურსის სტუდენტებთან მაღალი მაჩვენებელი გამოვ­ლი­ნ­და დამოკიდებულების, მორჩილებისა  და თანამშრომლობის სკალაზე. რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ერთის მხრივ მათ აქვთ გარშემომყოფთაგან დახმ­ა­რე­ბის მიღების, ნდობის დამსახურების, აგრეთვე აღიარების მოპოვების მოთ­ხო­ვნილება. დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა აგრესიულობის სკალაზე. მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებთან კი პირველ ადგილს ავ­ტო­რი­ტა­რული ურთიერთობა იკავებს, ხოლო მეორე ადგილზეა მაღალი პასუხის­მგე­ბლობა და დიდსულოვნება, ანუ, სხვებისათვის დახმარების გაწევის გა­მო­ხა­ტული მზაობა. ბოლო ადგილზე დგას ურთიერთობის ისეთი ფორმა, რო­გო­რიცაა დაქვემდებარებულობისა (მორიდებული, მორცხვი) და აგრე­სი­უ­ლობის მაჩვენებლები. დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ პირველიმეორე კურსის სტუ­დე­ნ­ტე­ბსა და მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებს შორის ურთიერთობის სხვა­და­სხვა  ფორმები გამოვლინდა რაც შესაძლოა გარკვეულწილად დის­ტა­ნ­ცი­ური სწავლების შედეგი იყოს.

წყაროები

მახარაძე, სუმბაძე (2010): სუმბაძე ნანა, მახარაძე თამარი. ინტერპერსონალური კომუნიკაცია. ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრი, თბილისი;

Leary (2019) T. Leary, G. Leforge, R. Sazek. Diagnostics of interpersonal relatioships (Timothy leary test). Lyrie technique -Descripion and interpretation. 11. 10;

York, Richardson (2012) Cindy S. York, Jennifer C. Richardson. Interpersonal Interaction in Online Learning: Experienced Online Instructors’ Perceptions of Influencing Factors. Journal of Asynchronous Learning Networks, Volume 16: Issue 4. https://files.eric.ed.gov/fulltext/EJ982684.pdf

Данилова (2013) Данилова Елена Львовнаю. Особенности межличностных отношений в студенческой группе Текст : непосредственный // Актуальные вопросы современной психологии : материалы II Междунар. науч. конф. г. Челябинск, февраль; https://moluch.ru/conf/psy/archive/81/3474/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია