ადიქცია, როგორც ილუზორულ-კომპენ¬სა¬ტო¬¬¬რული ქცევა

ავტორები

  • ელენე ჩომახიძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • კახი კოპალიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თამთა ჩქვანავა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.49

საკვანძო სიტყვები:

ადიქციური ქცევა, ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმები, მოტივაციურღირებულებითი სფერო, ცხოვრების საზრისი

ანოტაცია

ნარკომანიის წარ­მოქ­მნასა და დინამიკაში ფსი­ქო­ლო­გიური ფაქ­ტო­რების როლი სა­ყო­ველ­თაოდ აღიარებულია: ადიქციის წარმოქმნა განიხი­ლე­ბა, როგორც რეაქცია გაუსაძლის შინაგან მდგომარეობაზე, რომლის ძირითადი მა­ხასიათებელია ინ­ტენ­სიური ნეგატიური აფექტი. მაშასადამე, ადიქცია ფსი­ქო­ლო­გიური თუ ცხოვ­რე­ბისეული პრობლემების მოგვარების მცდელობაა, ანუ ნეგატიურ აფექ­ტთა დაძლევის, ემო­ციური თვითრეგულაციის თვითგა­ნად­გუ­რე­ბელი ხერ­ხი. კვლევის მიზანი იყო წამალდამოკიდებულ პირთა ცხოვ­რე­ბის ორი­ნ­ტი­რების, ფსი­ქო­ლო­გიური დაცვის მექანიზმების სისტემისა და პიროვნული პრო­ფი­ლის ემპირიული შეს­წავ­ლა. ცხოვრების ორინტირების შესასწავლად გამოყენე­ბულ იქნა კრამბო-მა­ჰო­ლი­კის ტესტი, ფსიქოლოგიური დაცვის მექანიზმების სა­კვ­ლევად – კელერმან-პლუტჩიკის ტესტი, ხო­ლო პიროვნული პროფილის შე­სა­დ­გენად – კეტელის 16-ფაქ­ტორიანი ტესტის C ფორ­მა. სულ გამოკითხულ იქნა 135 პი­რი, მათ შორის 35 ნარკოდამოკიდებული. კვლევა ორ ეტა­პად ჩატარდა: პირველ ეტაპზე ჩატარდა დაცვის მექანიზმების საკვლევი ტესტის ადაპ­ტა­ცია, ხოლო მე­ო­რე ეტაპზე – ძირითადი ემპირიული კვლევა. დადგენილია, რომ ადიქტს ახასიათებს მო­ტი­ვა­ცი­­ურ-ღი­რე­ბუ­ლებითი სფე­როს დე­ფორ­მაცია, რაც გუ­ლის­ხმობს ინ­ტერესების, ცხოვრების მიზნების, სა­სი­ცო­ც­ხლო სივ­რცი­სა და ცხოვრების საზრისის შე­ვიწ­­როებას, საკუთარი თავითა და ცხოვ­რე­ბით უკმაყო­ფი­ლე­­ბას. ფსი­ქო­ლო­გიური დაცვის მექანიზმები, რო­მე­ლიც ონ­ტოგენეზში ვითარდება, როგორც ადაპ­ტაციისა და შინაგანი კონფლიქტების გა­დაწყვეტის სა­­­შუა­­ლე­ბა, ადიქ­ცი­ის შემთხვევაში განაპირობებს სა­პი­­რისპირო მდგო­მარეობას – დე­ზ­ადაპ­ტა­­ციას. ფსიქოლოგიური დაცვის სტრუქ­ტუ­რის დე­ფო­რმაცია უზ­რუნ­ველ­ყოფს რეალობის ბლო­­კირების მძლავრ ხერხებს: მკვეთრად ქვეითდება საკუთარი დაავადების კრიტიკული შე­ფა­სების უნარი. ფსი­ქო­ლო­გიური დაცვის სისტემა ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბულს საშუალებას არ აძ­ლევს სათა­ნ­ადოდ გა­აც­ნო­ბიეროს ნარ­კოტიკის მოხმარების შე­დე­გე­ბის სიმძიმე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს პი­როვნების დე­ფორ­მა­ციისა და ქცევის პათოლოგიურ ფორმების გაღ­რმავებას.შედ­გე­ნი­ლია ნარკოდამოკიდებულთა პიროვნული პროფილი. ჯან­მრ­თელ­თან შე­და­რე­ბით ადიქ­ტი არის ემო­ციუ­რად უფ­რო არასტაბილური, უფრო წინ­დაუხედავი, უდარ­დელი, უფრო ხის­ტი, ნაკლებად პრაქტიკული, ახა­სიათებს უფ­­რო პრიმიტიული მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა, ინ­ტე­ლექტუალური ინტერესების შე­ვი­წროება, უფრო დაბალი თვით­­­კონტროლი, სუს­ტი ნე­ბე­­ლო­ბითი რე­გულაცია, და­ბალი თვით­დის­ციპლინა, იმპულსურობა, აფექ­ტუ­რობა. დად­გე­ნილია ადი­ქ­ტთა რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებ­ში ჩა­ტა­­რე­ბუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პი­ის ეფექტურობის შეფასების პრედიქტორები.

წყაროები

Beck (1979) Beck Aaon. Rush John, Shaw Brian, Emery Gary. Cognitive therapy of depression. New York: Guilford Press, 1979;

Crumbaugh (1969) Crumbaugh James, Maholick Leonard. Manual of instructions for the Purpose-in-Life Test. Munster: Psychometric Affiliates. 1969.

Ellis (2002) Ellis Albert, Dryden Windy. Practice rational-emotional behavioral therapy. St. Petersburg: Rech. 2002.

Plutchik, Kellerman (1980) Plutchik Robert, Kellerman Henry. (Eds.).. Emotion: Theory, research, and experience. Vol. 1. Theories of emotion. New York: Academic Press. 1980.

Waisberg (1994) Waisberg Jodie. Purpose in life and outcome of treatment for alcohol dependence. British Journal of Clinical Psychology, 33(1), 1994.

Винникова (2004) Винникова Мария. Ремиссия героиновой зависимости (клиника, этапы течения; профилактика рецидивов). Диссертация на соискание ученой степени доктора медицинских наук. Москва 2004.

Зенцова (2015) Зенцова Наталья. Системная модель психологического этапа реабилитации больных наркоманией. Диссертация на соискание ученой степени доктора психологических наук. Москва, 2015.

Короленко, Дмитриева (2012) Короленко Цезарь, Дмитриева Нина. Аддиктология. Новосибирск. Издательство: Институт консультирования и системных решений, 2012.

Соловова (2009) Соловова Надежда. Выраженность механизмов психологической защиты как предиктор успешности реабилитации нар¬ко¬зависимых//Психологический журнал. 2009.

Франкл (1990) Франкл Виктор. Человек в поисках смысла. Москва. Издательство: Прогресс. 1990.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07

გამოცემა

სექცია

პოლიტიკური მეცნიერებები, სოციოლოგია, ფსიქოლოგია

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები