მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული რიტუალების ამსახველი კოლოკაციები სვანურში (ეთნოლინგვისტური ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.04საკვანძო სიტყვები:
სვანური, არქაული, კოლოკაციები, რიტუალებიანოტაცია
ეთნოლიგვისტიკაში ტერმინით კოლოკაცია აღინიშნება ტრადიციებით გამაგრებული სხვადასხვა სტერეოტიპული ქცევა, (წეს-ჩვეულება, რიტუალი), რომელიც გამოხატულია მყარი ენობრივი ერთეულით. სვანური ხასიათდება არქულობით; ასევე რიტუალების ამსახველი და დარგობრივი, ყოფითი... ლექსიკის, ფრაზეოლოგიზმების, კოლოკაციების სიმდიდრითა და მრავალფეროვნებით.
სვანურში გამოვლინდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების, რიტუალების ამსახველი ორ ათეულზე მეტი კოლოკაცია (ლახორთე ლიზი „სულების წასვლა სამსჯელოდ“; ლიქუნგვეში „მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები“; ქვინი ლიტხე „სულის დაბრუნება“; ხოჩა ლაქუნ „სასუფეველი“ სიტყვასიტყვით „კარგი სულეთი“)...
პუბლიკაციაში წარმოდგენილია ამ კოლოკაციათა ეთნოლიგვისტური ანალიზი; შესწავლილია კოლოკაციათა გამოყენების კონტექსტი, სტრუქტურა და სემანტიკა. აღნაგობის მიხედვით სვანურში გვხვდება როგორც ზმნურკომპონენტიანი (მაგ. ლახორთე ლიზი „ლალხორში სულების წასვლა სამსჯელოდ“, ლიქუნგვეში „მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული რიტუალები“... ასევე ოდენ სახელური სტრუქტურის კოლოკაციები (ხოჩა ლაქუნ „სამოთხე“ (< „კარგი სულეთი“), ხოჩა ნალხორ „სულების კარგი ნამსჯელი“, ჯოდი ჰამ „სულების გაცილების რიტუალი“ (< გრძელი დილა“)...
ქართველოლოგიაში ითვლება, რომ ქართველურ ენათა შორის სვანური ყველაზე მეტად ხასიათდება არქაულობით. შესაბამისად, წეს-ჩვეულებებთან, რიტუალებთან დაკავშირებული სვანური ფრაზეოლოგიზმებისა და კოლოკაციების ეთნოლინგვისტური ასპექტით კვლევა იძლევა უაღრესად საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.
წყაროები
აზმაიფარაშვილი, ლ. (2020). ლევან აზმაიფარაშვილი. სიტყვაწარმოებისა და ფრაზეოლოგიის ეთნოლიგვისტური შესწავლისათვის. იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება. ტ. 48. თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
თოფურია, ვ. (2002). ვარლამ თოფურია.სვანური სინტაქსი. შრომები, ტ. II. თბილისი, გამომცემლობა „ქართული ენა“.
თოფურია, ვ. ქალდანი, მ. (2000). ვარლამ თოფურია, მაქსიმე ქალდანი. სვანური ლექსიკონი. თბილისი, გამომცემლობა „ქართული ენა“.
კოჟევნიკოვა, ე. (1927). ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვა. სვანური ტექსტები [ხელნაწერი 1200 გვერდი].
ლიპარტელიანი, ა. (1994). ასლან ლიპარტელიანი. სვანურ-ქართული ლექსიკონი (ჩოლურული კილო). თბილისი.
მიბჩუანი, თ. (1989). თემურ მიბჩუანი. დასავლეთ საქართველოს ქართველ მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურის ისტორიიდან, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
ნიჟარაძე, ბ. (1962). ბესარიონ ნიჟარაძე. თავისუფალი სვანი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები. თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
სწძ (1986; 1988). სვანეთის წერილობითი ძეგლები, (ტექსტები გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ). ტ. I. ტ. II. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“.
ფენრიხი, ჰ. სარჯველაძე, ზ. (1990). ჰაინც ფენრიხი, ზურაბ სარჯველაძე. ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი. თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“.
ჯავახიშვილი, ივ. (1979). ივანე ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. I. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“.