დარიკო ფიფიას ლექსთა კონცეპტოსფერო
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.06საკვანძო სიტყვები:
დარიკო ფიფია, შემოქმედება, ლექსები, კონცეპტოსფერო, „მზე“, მარადისობის სიმბოლოანოტაცია
ენის სიმდიდრე განისაზღვრება არა მარტო ლექსიკური მარაგისა და გრამატიკული შესაძლებლობების სიმდიდრით, არამედ კონცეპტოსფეროს მრავალფეროვნებითაც. კონცეპტუალურ სფეროს ქმნის კონცეპტთა, როგორც სემანტიკურ ერთეულთა ერთობლიობა. სწორედ ეს სფერო შეესაბამება მენტალობას, როგორც სამყაროს ხედვის საშუალებას.
ნაშრომში შესწავლილია ქართველი პოეტის დარიკო ფიფიას ლექსები, რომლებიც 2020 წლის კრებულში გამოქვეყნდა. გამორჩეულია ამ ლექსების კონცეპტოსფერო, რომელთაც განსაკუთრებული ლექსთწყობა, ემოციები და გრძნობის ერთიანობა გააჩნიათ. კონცეპტთა კვლევა იძლევა ადამიანის მენტალური სამყაროს გააზრების საშუალებას. დარიკო ფიფიას ლექსებში ჭარბობს კონცეპტი „მზე“, რომელიც მთავარი აზრის გამოხატვის ფუნქციით დატვირთული სიტყვაა. ლექსების კრებულსაც „ორი მზე“ ჰქვია და მასში დომინანტია მზე, რომელიც ერთ - ერთი უნივერსალური სახე და სიმბოლოა მარადისობისა. მზის სიმბოლო დარიკო ფიფიას შემოქმედებაში უამრავ კონოტაციურ მნიშვნელობას აჩენს, მათ შორის ბიბლიურს, არქეტიპულს, მითოსურს, ასტრონომიულს, პოეტურს.
წყაროები
ბარბაქაძე (2014). ცირა ბარბაქაძე. ოცნების რაობა, ინტერნეტგაზეთი ma-stsavlebeli.ge. 7.07.2014. http://mastsavlebeli.ge/?p=4032%202009
ომიაძე (2006). სალომე ომიაძე. ქართული დისკურსის ლინგვოკულტურულ შემადგენელთა სტრუქტურა-სემანტიკა და ფუნქციონირება. თბილისი;
ფიფია (2020). დარიკო ფიფია. ორი მზე. თბილისი;
ქეგლ (1950-1964) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი;
ჯორბენაძე (1999). ბესარიონ ჯორბენაძე. პოეზიის ენა. თბილისი;
კუბრიაკოვა (1995). Е. С. Кубрякова. Эволюция лингвистических идей во вто¬ро¬й половине XX в-Язык и наука конца 20 в. Москва;