აფხაზეთი პოეტურ ნარატივში მარინე ტურავას პოეტური კრებული „სოხუმი-თბილისი“

ავტორები

  • ნანა კუცია
  • მირანდა თოდუა

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2022.20.07

საკვანძო სიტყვები:

მარინე ტურავა,, პოსტმოდერნიზმი, ანტიციპაცია, ომი,, დევნილი, სოხუმი, თბილისი

ანოტაცია

აბსტრაქტი. კვლევის მიზანია შესწავლილ იქნეს ქართული პოსტ­მო­დე­რნიზმის საინტერესო, დახვეწილი წარმომადგენლის - მარინე ტურავას პოეტური კრებულის - „სოხუმი - თბილისი“ ანტიციპაციური (წინასწარ­მეტყ­ვე­ლებითი) შრე - ჯერ კიდევ სოხუმში დაწერილ ლექსთა მხატვრულ ნარა­ტი­ვში. წერილის ამოცანაა, გააზრებულ იქნეს ცალკეული ლექსებისა თუ მთელი კრე­ბულის ერთიანი ანტიციპაციური ქსოვილი, მაღალ პოეზიად ტრანსფო­რ­მი­რებული ღრმა პერსონალური ტკივილი. წერილში პედალირებულია, რომ სოხუმსა და თბილისს შორის მხოლოდ მანძილი კი არა, დროცაა. გაანა­ლი­ზ­და ტექსტთა ქრონოტოპი. საკითხის შესწავლის  დროს გამოყენებული გვაქვს კო­მპარატივისტული და ტიპოლოგიური კვლევის მეთოდები ტექსტთა დასა­ჯ­გუფებლად, მთავარ, ძირითად საკითხთა გასაანალიზებლად.  

ნაშრომის მეცნიერული სიახლე და პრაქტიკული დანიშნულება: მა­რი­ნე ტურავას პოეზიის შესწავლას აუცილებლად მივიჩნევთ, რადგან ამ დახვე­წილი, რაფინირებული პოეტის (ამავდროულად, შესანიშნავი მეცნიერის - ჟუ­რ­ნალ „ჩვენი მწერლობისა“ და „საგურამოს“ პრემიების ლაურეატის) შემოქ­მე­დების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია აფხაზეთის ომამდელი, ომის­დროინდელი, ომისშემდგომი პოეტური რეფლექსია-რეცეფციების სრუ­ლი/სრულყოფილი აღქმა. ნაშრომის მეცნიერულ სიახლეს წარმოადგენს ან­ტი­ციპაციური რკალის კომპარატივისტული ანალიზი, პრაქტიკულ დანიშ­ნუ­ლებას - პოსტმოდერნისტულ პოეზიაში ანტიციპაციური ნარატივის გააზ­რე­ბა, შესაძლოა საკითხის შეტანა სტუდენტთათვის პოსტმოდერ­ნი­ს­ტუ­ლი ლი­ტე­რატურის სპეცკურსში.

წყაროები

მარინა ტურავა, სოხუმი, თბილისი, გამომცემლობა „ჩვენი მწერლობა“, თბილისი, 2019.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2024-09-15

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა