ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.35საკვანძო სიტყვები:
კომუნიკაციური ტექნოლოგია, ინტეგრირებული გაკვეთილი, თანა¬მშრომლობითი სწავლება, ენა და ლიტერატურაანოტაცია
შესავალი. სტატიაში გაანალიზებულია ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რომლებიც ძირითადად მიმართულია აქტიური მეთოდებისა და ორგანიზაციული ფორმების ძიებისაკენ და აქტიურად გამოიყენება გაკვეთილის უკეთ წარმართვისათვის, თანამშრომლობითი სწავლებისათვის, წყვილებსა და ჯგუფებში.
კვლევის ძირითად ნაწილს წარმოადგენს ის საგანმანათლებლო ამოცანები, რომელთა გადაჭრა გაკვეთილებზე აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად, მდგომარეობს შემდეგში, მოხდეს: მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფორმირება, თავისუფლად შეძლონ გამოხატონ საკუთარი და აღიქვან სხვისი აზრი როგორც ზეპირი, ასევე წერითი მეტყველების გზით; სალექსიკონო მარაგის გამდიდრება; უნარების განვითარება და მათი გამოყენება მეტყველებაში გრამატიკული კონსტრუქციის სწავლებისას; მოსწავლეთა მიერ ქართული სალიტერატურო ენის ნორმების (ორთოგრაფიული, ლექსიკური, გრამატიკული) გაცნობიერება და შესწავლა; უნარების განვითარება, შეძლოს საკუთარი მოსაზრების კონსტრუირება და შეფასება.
საქმიანობა, რომელშიც ხორციელდება კომუნიკაციური ტექნოლოგია, შეიძლება იყოს სასწავლო, შრომითი ან ატარებდეს თამაშობით ხასიათს. ყველაზე მთავარ ორგანიზაციულ ერთეულს სწავლების პროცესში წარმოადგენს კომუნიკაციური სიტუაცია. მისი შექმნის დახმარებით მაღლდება ურთიერთობის მოტივაცია; შესაძლებელია მეტყველებითი მასალის პრეზენტაცია; ხდება მეტყველებითი ჩვევების შეძენა; ვითარდება მოსწავლეთა აქტიურობა და დამოუკიდებლობა; მტკიცდება მოსწავლეთა კომუნიკაციური უნარ-ჩვევები.
დასკვნა. კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ გაკვეთილებზე დაწყებით კლასებში იძლევა შესაძლებლობას, შევასწავლოთ მოსწავლეს ენა და ლიტერატურა, როგორც ურთიერთობის საშუალება, სამყაროსა და საკუთარი თავის მასში შეცნობა; განვუვითაროთ აქტიური, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, რომ წიგნიერების დონეზე ფლობდეს ყველა სახის მეტყველებით საქმიანობას.
წყაროები
მელაშვილი (2004). კოტე მელაშვილი. პედაგოგიური ხელოვნება. თბილისი, გამომცემლობა „სამშობლო“;
ინასარიძე (2007). მაია ინასარიძე. მეთოდიკური მითითებები კომუნიკაციური გრამატიკის სახელმძღვანელოსათვის. თბილისი, გამომცემლობა „საიმედო“;
ჯინჯიხაძე (2014). ლევან ჯინჯიხაძე. ქართული ენისა და ლიტერატურის და¬წყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგია. თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“.