სვანური ლიმოორევი (განსჯა, შუამდგომლობა, მედიატორობა) კოლოკაციების ეთნოლინგვისტური ანალიზი

ავტორები

  • ქეთევან მარგიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.18

საკვანძო სიტყვები:

სვანური, არქაული, კოლოკაციები, ეთნოლინგვისტიკა, რიტუალები

ანოტაცია

სვანეთი ქართული ქართული კულტურისა და სახე­ლმ­წი­ფოებრიობის უძველესი  კერაა. ხატოვნად სვანეთს „ათასი კოშკის მხარეს“ და ეთნოგრაფიულ „კალეიდოსკოპს“ უწოდებენ.

          ეთნოლიგვისტიკაში ტერმინით კოლოკაცია აღინიშნება ტრადიციებით გამაგრებული სხვადასხვა სტერეოტიპული ქცევა (წეს-ჩვეულება, რიტუალი), რომელიც გამოხატულია მყარი ენობრივი ერთეულით.

          სვანურში გამოვლინდა ლიმოორევთან (შუამდგომლობა, განსჯა, სამა­რ­თალი, მედიატორობა) დაკავშირებული  ათეულობით კოლოკაცია: ღედ ი სამრთ - კანონ-სამართალი.  მრევ მრე - მსაჯული, საქმის მომგვა­რე­ბე­­ლი, მედიატორი. ლიმრევ - განსჯა, მსჯავრის დადება, გამართლება, მე­დი­ატორობა.  ბაჩ ლილჯენი - (ქვის ჩარგვა)  განაჩენი, საქმის მოგვარება.  ლი­რი - სისხლის აღება.  ლიმბნი / ლიმბან- მედიატორობისას და­ფი­ცე­ბა (შდრ. ლიღვნე - ძვირფასი ადამიანის დაფიცება, მნიშვნელობით: გე­ფი­ცე­ბი). ვერი მქდენი - მოღალატე, (მიწის ამცდენი). ლიჩვბე - ჩაგვრა, აბუ­ჩა­დ აგდება. ლიმწედი / ლიმწოდ - გამართლება, თავის მართლება. ნაე­­თგულემი მაღვრა - ერთგულების ფიცი…

          პუბლიკაციაში წარმოდგენილია კოლოკაციების ეთნოლინგვისტური ანალიზი. შესწავლილია ამ ფრაზეოლოგიზმების გამოყენების კონტექსტი, სტრუქტურა და სემანტიკა. გაირკვა, რომ აღნაგობის მიხედვით სვანურში გვხვ­დება როგორც ზმნურკომპონენტიანი, ასევე ოდენ სახლური სტრუ­ქ­ტუ­რის კოლოკაციები.

          ქართველოლოგიაში ითვლება, რომ ქართველურ ენათა შორის სვანური ყველაზე მეტად ხასიათდება არქაულობით. შესაბამისად, სამართალთან, წეს-ჩვეულებებთან, ლიმოორევის რიტუალებთან დაკავშირებული სვანური ფრაზეოლოგიზმებისა და კოლოკაციების ეთნოლინგვისტური ასპექტით კვლევა იძლევა უაღრესად საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძ­ლე­ბ­ლობას.

წყაროები

აზმაიფარაშვილი, ლ. (2020). ლევან აზმაიფარაშვილი. სიტყვაწარმოებისა და ფრაზეოლოგიის ეთნოლიგვისტური შესწავლისათვის, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, ტ. 48, თბილისი, თსუ გამომცემლობა.

ნიჟარაძე, ბ. (1962). ბეარიონ ნიჟარაძე, თვისუფალი სვანი. ისტორიულ-

ეთნოგრაფიული წერილები, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

თოფურია, ვ. ქალდანი, მ. (2000). ვარლამ თოფურია, მაქსიმე ქალდანი, სვანური ლექსიკონი, თბილისი, გამომცემლობა „ქართული ენა“.

სწძ (1986). სვანეთის წერილობითი ძეგლები, (ტექსტები გამოსაცემად

მოამზადა ვალერი სილოგავამ) ტ. I 1986 წ. ტ. II თბ. 1988წ. თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“.

ფენრიხი, სარჯველაძე, (1990). ჰაინც ფენრიხი, ზურაბ სარჯველაძე, ქართველურ ენათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, თსუ გამომცემლობა.

კოჟევნიკოვა, ე. (1927) ევდოკია (დინა) კოჟევნიკოვა. სვანური ტექსტები

[ხელნაწერი 1200 გვერდი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი]

კოჟევნიკოვა, დ. (2023) დინა კოჟევნიკოვა. ეთნოგრაფიული ჩანაწერები,

თბილისი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ლიპარტელიანი, ა. (1994). ასლან ლიპარტელიანი. სვანურ-ქართული ლექსიკონი (ჩოლურული კილო). თბილისი.

მიბჩუანი, თ. (1989) თემურ მიბჩუანი, დასავლეთ საქართველოს ქართველ

მთიელთა ეთნოგენეზის, განსახლებისა და კულტურისისტორიიდან, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

წერედიანი, ნ. (2023). ნინო წერედიანი, ლატალიდან დღეობებით სამყაროზე მოყოლილი ამბები. თბილისი, გამომცემლობა „ფავორიტი“.

ჯავახიშვილი, ივ. (2002). ივანე ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია,

თბილისი. გამომცემლობა „მეცნიერება“.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები