ძველი ქართული მწერლობის ისტორიის პოსტმოდერნისტული ანარეკლი როსტომ ჩხეიძის ესეისტურ-ბელეტრისტულ ნარკვევში „ქართული მწერლობა თვალის გადავლებით“
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.24საკვანძო სიტყვები:
ძველი ქართული მწერლობა, პოსტმოდერნიზმი, როსტომ ჩხეიძე, ესეისტურ-ბელეტრისტულ ნარკვევიანოტაცია
ქართული ლიტერატურა, მისი ზოგადი სურათი თუ ცალკეული ასპექტები, ქართველი ერის ისტორიასთან ერთად, მსოფლიო მხატვრული აზროვნების უაღრესად საინტერესო, თვითმყოფი და თვითმკმარი სივრცე, ერის ერთი უპირველეს მახასიათებელთაგანი, ქართველ (და არა მხოლოდ) მკვლევართა ინტერესის საგანი არაერთგზის გამხდარა. მხოლოდ მარჯორი და ოლივერ უორდროპების, მარი ბროსეს, არტურ ლაისტის, დევიდ ლენგის, დონალდ რეიფილდის, ლუიჯი მაგაროტოს, ალექსეი ლოსევის... სახელთა გახსენება კმარა დასტურად, უცხოელთაგან რამდენად ავტორიტეტული მოაზროვნენი უღრმავდებოდნენ პრობლემას, რომ არაფერი ვთქვათ საკუთრივ ქართველთა (ვახტანგ კოტეტიშვილის, კორნელი კეკელიძის, პავლე ინგოროყვას, გერონტი ქიქოძის, არჩილ ჯორჯაძის, რევაზ სირაძის, გრიგოლ კიკნაძის, აკაკი გაწერელიას, გურამ ასათიანის, თამაზ ჩხენკელის, ზურაბ კიკნაძის, ...) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა თუ ლიტერატურის ინსტიტუტის გამორჩეულ მეცნიერთა თაობების ღვაწლზე.
წერილში განვიხილავთ ქართული ლიტერატურის ისტორიის პოსტმოდერნისტულ ინტერპრეტაციას - როსტომ ჩხეიძისეულ ვერსიას ეროვნული მწერლობის განვითარების მაგისტრალურ ხაზთან დაკავშირებით.
პოსტმოდერნისტის კონცეფცია დაფუძნებულია პავლე ინგოროყვასეულზე - ღვთისდამვიწყებელ სახელმწიფოშიც არსებობდა ლიტერატურის „საღმრთოობისა და საღმრთოდ გასაგონობის“ გამაცნობიერებელთა დასი - ჯერ კიდევ პავლე ინგოროყვა ისევე გამიჯნავდა ქრონოლოგიურ დროსა და ზედროულობას, როგორც დასავლურმა მოდერნისტულმა მწერლობამ დააცალკევა გარეგანი და შინაგანი დრო. მწერლობის მკაცრ ისტორიულ-ქრონოლოგიურ ჩარჩოებში მოქცევა არ ეჭაშნიკებოდა და, თუმც ვერ განახორციელა, გულში კი ამოეჭრა, ოდესმე ისე დაეწერა ქართული ლიტერატურის ისტორია, შეეფარდებინა არა იმდენად ისტორიული ქრონოლოგიისათვის, არამედ - იდუმალი კანონებისათვის, რაც ამა თუ იმ მხატვრულ ქმნილებას სულ სხვა ადგილს მოუძებნიდა სულიერების ფონზე, ზედროულობის კონტექსტში.
სწორედ ამ „იდუმალ კანონთა“ გათვალისწინებით ააგებს თავის ტექსტს როსტომ ჩხეიძე და ყოველ „ტეხილში“ (დეფინიცია ავტორისეულია) კეთილსინდისიერად მოიხსენიებს ღირსეულ მკვლევართ, ვისი ნააზრევიც მსოფლიო ლიტერატურულ პროცესებთან აკავშირებდა „რკინის ფარდით“ მსოფლიო კულტურისაგანვე გამიჯნულ საზოგადოებას (არა მხოლოდ ქართულს).
წყაროები
სირაძე (1987) რევაზ რევაზ. ქართული აგიოგრაფია, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“;
ბაქრაძე (2004) აკაკი ბაქრაძე. მოუხმარებელი ანუ ტრაგიკული თავისუფლება, წიგნში რწმენა (ლიტერატურულ-პუბლიცისტური წერილები). თბილისი, გამომცემლობა „მერანი“;
ბაქრაძე (2003) აკაკი ბაქრაძე. კარდუ ანუ გრიგოლ რობაქიძის ცხოვრება და ღვაწლი, რედაქტორი, როსტომ ჩხეიძე, ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, თბილისი, გამომცემლობა „ლომისი“.
გამსახურდია (2014) კონსტანტინე გამსახურდია. ქართველობა და უცხოეთის გენია. პორტალი „ბურუსი“ https://burusi.wordpress.com/2014/05/06/gamsakhurdia-4/ (ბოლო ნახვა 2024, 12. 04);
გამსახურდია (1983) კონსტანტინე გმსახურდია. ქართველობა და უცხოეთის გენია, თხზულებანი ათ ტომად, ტომი VII. თბილისი; გვ. 292-296;
ინგოროყვა (2009) პავლე ინგოროყვა. თხზულებათ სრული კრებული, ტ. 2. ნაწ. 1. ისტორიული მომოხილვა V-X საუკუნეთა. როსტომ ჩხეიძის საერთო რედაქციით. გამოცემის რედაქტორი ვახტანგ ჯავახაძე; ალექსანდრე ორბელიანის საზოგადეობა;
კუცია (2014) ნანა კუცია. ზედროულობის კონტექსტში (როსტომ ჩხეიძის „ქართული მწერლობა თვალის გადავლებით“ ორკვირეული ჟურნალი „ჩვენი მწერლობა“, 2014, 28 ნოემბერი;
ქიქოძე (1990) გერონტი ქიქოძე. მელანქოლიური შენიშვნები, გაზეთი „ლიტერატურული საქართველო, 1990, 12 ოქტომბერი.
ჩხეიძე (2014) როსტომ ჩხეიძე. ქართული მწერლობა თვალის გადავლებით. „ლიტერატურული პალიტრა“, N9-10;
ჩხეიძე (2015) ქართული მწერლობა თვალის გადავლებით. ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოება, თბილისი, „ჩვენი მწერლობა“.