ე. წ. აფხაზური ეროვნული პასპორტის სამგზავრო დოკუმენტად აღიარების მცდელობები
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.32საკვანძო სიტყვები:
აფხაზეთი, საქართველოს სეპარატისტული რეგიონი, პრეცენდენტი, რეკომენდაცია, ოკუპირებული ტერიტორია, რუსეთი, ევროკავშირიანოტაცია
წარმოდგენილი ნაშრომის საკვლევ საკითხს წარმოადგენს საქართველოს სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთის მოთხოვნა ე.წ. აფხაზური ეროვნული პასპორტის საერთაშორისო სამგზავრო დოკუმენტად იყოს აღიარებული დასავლეთის სახელმწიფოების მიერ. ამ კონტექსში გაანალიზებულია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტები (კოსოვო, ტაივანი, ჩრდილოეთ კვიპროსი).
ნამშრომში ყურადღება მახვილდება ევროკავშირის მკაფიო პოლიტიკაზე, რომელიც გულისხმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი) გაცემული „პასპორტების“ უკანონოდ ცნობას. აღნიშნული საკითხი, ერთმნიშვნელოვნად დაკავშირებულია საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე ცნობილი საზღვრების ხელშეუხებლობასა და საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის პატივისცემასთან.
კვლევის დროს გამოყენებულია ხელმისაწვდომი თეორიული მასალა, რომლის კონტენტ ანალიზმა სათანადო დასკვნების მომზადების საკითხში მნიშვნელოვანი დახმარება გაგვიწია. ნაშრომის სამეცნიერო სიახლე დაკავშირებულია ზემოხსენებული საკითხის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. ოფიციალური პირების პოზიციებისა და მოსახლეობის შეხედულებების გაანალიზებასთან, რაც საკითხის ირგვლივ არსებულ აზრთა სხვადასხვაობოს შეჯერებას, ანალიზსა და ლოგიკურ დასკვნებს უზრუნველყოფს.
წყაროები
კომერსანტი (2023) ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ე. წ. პასპორტების აღიარებას ითხოვს. 2023.04.07. ხელმისაწვდომია: https://old.commersant.ge/ge/post/okupirebuli-afxazetis-de-faqto-xelisufleba-ew-pasportebis-agiarebas-itxovs
ნეტგაზეთი (2022) პასპორტებზე ევროკავშირის სანქცია არაფერს შეცვლის – განწყობები აფხაზეთში. 30 ოქტომბერი, 2022. ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/638938/
რადიო თავისუფლება (2023) სოხუმში „აფხაზური პასპორტების“ საერთაშორისო აღიარებას მოელიან. აპრილი 07, 2023. ხელმისაწვდომია: https:-//www.radiotavisupleba.ge/a/32354058.html
ჯემნიუსი (2023) მსოფლიო უარყოფს ჩვენს არსებობას - როგორ ცხოვრობენ აფ¬ხაზი ახალგაზრდები პასპორტებზე ევროკავშირის სანქციების შემდეგ. 22.10.2023. ხელმისაწვდომია: https://jam-news.net/ge/evrokavshiris-sanqciebi-afkhazets-vckhovrobt-ssrkshi/
Тужба (2023): Ираклий Тужба. Европейские и американские коллеги действуют с оглядкой на Грузию. 06.04.2023. ხელმისაწვდომია: https://abh-n.ru/iraklij-tuzhba-evropejskie-i-amerikanskie-kollegi-dejstvuyut-s-oglyadkoj-na-gruziyu/