ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ასახვა ქართველ მწერალთა შემოქმედებაში „რუხის ბრძოლის“ მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.21.43საკვანძო სიტყვები:
ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რუხის ბრძოლა, ქართველი მწერლები, შემოქმედება, აფხაზეთის თემაანოტაცია
ქართულ-აფხაზური ურთიერთობის საკითხი და საერთოდ აფხაზეთის თემა მკაფიოდ აისახა ბესარიონ გაბაშვილის, იაკობ გოგებაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის, ლეო ქიაჩელის, ნიკო ლორთქიფანიძის, ვასილ ბარნოვის, კონსტანტინე გამსახურდიას, თედო სახოკიას და სხვათა მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ კრიტიკულ-პუბლიცისტურ წერილებში.
ჩვენს კვლევის ძირითადი მიზანს წარმოადგენს რუხის ბრძოლის, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ერთი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდის ასახვა ქართველ მწერალთა შემოქმედებაში. რუხის ბრძოლის სურათები მოცემულია XVII საუკუნის ქართული პოეზიის წარმომადგენლის ბესარიონ გაბაშვილის ისტორიულ პოემაში „რუხის ბრძოლა“. ამ თემაზე დაწერილია სხვა ნაწარმოებებიც. კერძოდ, გრიგოლ დადიანის მიერ იოანე გეგეჭკორის ფსევდონიმით „რუხის ბრძოლა, ანუ ცხოვრება დიდის მეფისა სოლომონისა“, დავით დადიანის (ნოღელი) – „რუხის ომი“. 1913 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა კრებულ „ძველი საქართველოს“ მე-2 ტომში მოათავსა რუხის ბრძოლის შესახებ არსებული ზეპირსიტყვიერების ნიმუშები. როგორც ცნობილია, სწორედ ამ ზეპირსიტყვიერების საფუძველზე დაიწერა ნიკო ლორთქიფანიძის სატირული მოთხრობა „რაინდები“.
ყურადღება არის გამახვილებული იმ ისტორიულ მიზეზებზე, რამაც განაპირობა ქართველებისა და აფხაზების სისხლისმღვრელი დაპირისპირება. დასმულია საკითხი, თუ როდის გაიმართა აღნიშნული ბრძოლა, 1779 წლის მიწურულს თუ 1780 წელს. ვფიქრობთ, ეს საკითხი უფრო მეტ სიზუსტეს მოითხოვს, რადგან მკვლევართა ერთი ნაწილი 1779 წელს ასახელებს, ხოლო მეორე ნაწილი - 1780 წელს.
ნაშრომში შეძლებისდაგვარად გააანალიზებულია და წარმოჩენილი იმ ქართველ მწერალთა ნაწარმოებები, რომლებიც აღნიშნულ საკითხს - რუხის ბრძოლას და მის გამომწვევ მიზეზებს ეხება.
დასკვნის სახით მოცემულია აღნიშნულ ნაწარმოებთა არა მარტო ისტორიულად ცნობილი ამ მოვლენის გააზრება და ავტორთა ეროვნული თვალთახედვა, არამედ იმ პროცესების სიღრმისეული განსჯა-ანალიზიც, რომელიც აფხაზური სეპარატიზმის აღზევების შედეგად თავს დაატყდა საქართველოს მე-20 საუკუნის 90-იან წლებში.
წყაროები
ბესიკი (1962) ბესიკი, თხზულებათა სრული კრებული, ტექსტი, შენიშვნები, ლექსიკონი, მე-6 გამოცემა, ალ. ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედაქციით, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა მწერალი“;
გაბისონია (2012) პაპუნა გაბისონია, რუხის ბრძოლა (1780 წ.) და მისი მნიშვნელობა, „ისტორიულ-ეთნოლოგიური ძიებანი“, XIV, თბილისი;
გამსახურდია (1996) კონსტანტინე გამსახურდია, მთვარის მოტაცება, ტ. IV, თბილისი, გამომცემლობა „დიდოსტატი“.
გეგეჭკორი (1895) ი. გეგეჭკორი, რუხის ბრძოლა ანუ ცხოვრება დიდის მეფისა სოლომონისა, თფილისი, ზ. ჭიჭინაძის გამოცემა;
გულდური (2021) ქ. გულდური, იმერეთის სამეფოსა და ოსმალეთის იმპერიის ურთიერთობებიდან XVI-XVIII საუკუნეებში (ოსმალური და ქართული წყაროების მიხედვით), ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია, ბათუმი, https://bsu.edu.ge/t-ext_files/ge _file_14885_1.pdf
ზაქარაია (2004) პ. ზაქარაია, ქართული ციხე-ქალაქები, ციხესიმაგრეები, ციხე - დარბაზები, ციხე-გალავნები, კოშკები, საკითხავნი ყმაწვილთათვის, 3, -თბილისი;
ზაქარაია (2010) დ. ზაქარაია. ქელეშ-ბეი შარვაშიძე. https://burusi.wordpress.-com/2010/02/09/ david-zakharaia/
კეკელიძე, ბარამიძე (1987) კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“;
კვაშილავა (2021) კახა კვაშილავა, ისტორიული სამურზაყანოს წარსულიდან, თბილისი, გამომცემლობა „მერიდიანი“;
კვაშილავა, ქართველიშვილი (2020): კახა კვაშილავა, თეა ქართველიშვილი, ლევან შარვაშიძის ახლადმიკვლეული საბუთი, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, შრომები, XIX-XX, თბილისი, გამომც. „მერიდიანი“;
ლორთქიფანიძე (1923 - 2024) ნ. ნ. ლორთქიფანიძე. რაინდები. https://poetry-.ge/poets/niko-lortkipanidze/prose/xxau-raindebi
მენაბდე (1962) ლევან მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. I, ნაკვეთი მეორე, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“;
მოლაშხია (2002) ზ. მოლაშხია, რუხის ბრძოლა, „აია“ სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული ჟურნალი, II, თბილისი;
ნიკოლეიშვილი (2004) ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ქართველი მწერლები და აფხაზეთი, ქუთაისი, „ქუთაისის უნივერსიტე¬ტის გამომცემლობა“;
ორბელიანი (1966) ს. ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული I, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
ორბელიანი (1993) ს. ს. ორბელიანი, ლექსიკონი ქართული II, თბილისი, გამომცემლობა „მერანი“;
საქართველოს ისტორიის ნარკვევები (1973): საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“;
ტყეშელაშვილი (2016) ლევან ტყეშელაშვილი, იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი;
ჩხატარაიშვილი (1984) ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, რედ. ქ. ჩხატარაიშვილი, ტ. VIII, თბილისი;
ჩიქობავა (1950) ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, რედ. არნ. ჩიქობავა, ტ. I, თბილისი, „საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა“.