ფოლკლორულ-მითოლოგიური შრეები ტომას სტერნზ ელიოტის „ბერწ მიწაში“ (ოთარ ჩხეიძის თარგმანი)
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.13საკვანძო სიტყვები:
ელიოტი, ჩხეიძე, „ბერწ მიწაში“, თარგმანი, ცნობიერების ნაკადი, რეფლექსურობა, ყოფიერება, სიმბოლიზმი, ნატურალიზმი, თავისებურებაანოტაცია
ტომას სტერნზ ელიოტის სტილი და წერის მანერა იმდენად ახლებური იყო, რომ მწერალმა 1915 წლამდე ვერაფრის გამოქვეყნება ვერ მოახერხა. ჭეშმარიტი პოეზია, ელიოტის აზრით, იმპერსონალურია. პოეტის გონება ყოველივეს ახალ გამოცდილებად გარდაქმნის. ელიოტის ტრადიციულ ლიტერატურათმცოდნეობით აზრთან დაპირისპირებულმა პირველმა კრებულმა კრიტიკული ესეებისა - „წმინდა ტყემ“ (როსტომ და პაატა ჩხეიძების თარგმანში - „საღვთო ტყე“), პოემა „ბერწ მიწასთან“ ერთად, ავტორს დიდი პოპულარობა მოუტანა. ტექსტი თანადროულ ცივილიზაციას სიმბოლური სახეების, ბიბლიური და მითოლოგიური ალუზიების, აღმოსავლური თუ დასავლური მითოლოგიურ-ლიტერატურული პარადიგმების ერთგვარი კალეიდოსკოპური კონსტრუირებაა. ელიოტის მთავარი მიღწევა ურბანული ცივილიზაციის შესაბამისი რიტმისა და სიმბოლოების პოვნაა. ელიოტის კითხვა მკითხველის ინტელექტის, მწერლის პოეზიისათვის დამახასიათებელი რთული ლიტერატურული, ფილოსოფიური, მითოლოგიური ალუზიების გაშიფვრის უნარის დიდი გამოცდაა. ქართულ ენაზე არსებობს „ბერწი მიწის“ ზვიად გამსახურდიასეული, მედეა ზაალიშვილისეული, ზვიად რატიანისეული, გია ჯოხაძისეული და ოთარ ჩხეიძისეული თარგმანები. შევისწავლეთ ოთარ ჩხეიძის - თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარმომადგენლის თარგმანი. წარმოვადგინეთ ეგრეთ წოდებული ცნობიერების ნაკადის ანარეკლი პოეტის შემოქმედებაში. ავტორი რეფლექსირებს ყოფიერების ქაოტურობას. პოემის ეპიკურ ქსოვილში უკიდურეს ნატურალიზმს სიმბოლიზმი ერწყმის და ორიგინალის ეს თავისებურება შენარჩუნებულია ოთარ ჩხეიძისეულ თარგმანშიც.
წყაროები
ბოდლერი (1999): შ. ბოდლერი, ბოროტების ყვავილები, თბილისი;
ბრუკსი (2014): კ. ბრუკსი, „ბერწი მიწის“ ანალიზი წიგნში ტ. ს. ელიოტი, ბერწი მიწა, თბილისი;
ესაია (2020): ესაიას წინასწარმეტყველება, ბიბლია კომენტარებით, ტ.10, თბილისი;
გამსახურდია (1991): ზ. გამსახურდია, წერილები, ესეები, თბილისი;
ელიოტი (2014):ელიოტი ტ. ს., ბერწი მიწა (თარგმანი ოთარ ჩხეიძისა), თბილი¬სი;
ელიოტი (2007): ელიოტი ტ. ს., ათი ესე, თბილისი;
ელიოტი (2017): ელიოტი ტ.ს., საღვთო ტყე (ესეები), თბილისი;
კასასი (2014): ხ. კასასი, მეოცე საუკუნე - ცივილიზაცია და ბარბაროსობა წიგნში „ტაიმი“ - მეოცე საუკუნე, თბილისი;
კობახიძე (1991): თ. კობახიძე, ტომას სტერნზ ელიოტი - პოეზია და მითოსი, თბილისი;
ოვიდიუსი (2012): ოვიდიუსი, მეტამორფოზები, თბილისი, 2012;
რატიანი (2003): ზ. რატიანი, ეზრა პაუნდი და Des Imagistes, „არილი“N3, 9-19;
საბანისძე (1987): იოვანე საბანისძე, ჰაბოს წამება, ქართული მწერლობა 30 ტომად, ტ.1, თბილისი;
ჩხეიძე (2014): პ. ჩხეიძე, კომენტარები ელიოტის „ბერწი მიწისა“ წიგნში ტ. ს. ელიოტი, ბერწი მიწა, თბილისი;
Гессе (1998): Г. Гессе, Эссе, Москва;