რაბინდრანათ თაგორის რემინისცენციები ნიკო სამადაშვილის პოეზიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.63საკვანძო სიტყვები:
ნიკო სამადაშვილი, რაბინდრანატ თაგორი, დასავლური, აღმოსავლური, კულტურა, ინდური, რენესანსი, რწმენა, სიმბოლიზმი და იდეალებიანოტაცია
ნიკო სამადაშვილი ღრმად იცნობდა აღმოსავლურ რელიგიებს, ფილოსოფიას, ლიტერატურას, ასევე დასავლურ სულიერ კულტურას, ისევე როგორც ინდური მოდერნიზმისა და რენესანსის წარმომადგენელი რაბინდრანატ თაგორი, რომელმაც შეძლო ხიდის გადება ბუდიზმს, ინდუიზმს, ისლამსა და ქრისტიანულ მოძღვრებათა შორის. ნაშრომში შედარებულია ნიკო სამადაშვილისა და რაბიდრანათ თაგორის შემოქმედება, მათი ფილოსოფიური შეხედულებები და ესთეტიკა. შედარებითმა დაკვირვებამ ცხადად აჩვენა, რომ ორივე მათგანი მხარს უჭერდა რწმენას, მათი რელიგიური სიმბოლიზმი და ესთეტიკური იდეალები ერთნაირი იყო. ისინი რწმენაში ეძებდნენ მარადიულ სიბრძნეს და ღვთიური მსახურებით ბედნიერების რწმენით ეძებდნენ არა პრაგმატულ, მატერიალურ სიმდიდრეს, არამედ მაღალი ზნეობის სამსახურში, ღვთაებრივი იდეალებისა და უნივერსალური ჭეშმარიტებისკენ ისწრაფვოდნენ.
წყაროები
თაგორი (1960): რაბინდრანატ თაგორი, „გიტანჯალი“, ინგლისურიდან თარგმნა თამაზ ჩხენკელმა, თბილისი;
სამადაშვილი (2004): ნიკო სამადაშვილი, „ფერისცვალება“, „ლიტერატურის მატიანე“, თბილისი;
ბიბლია (1990): ბიბლია ორ წიგნად, წიგნი II, თბილისი;
ახალი აღთქმა (1992): ახალი აღთქმა და ფსალმუნები, სტოკჰოლმი, 1992;
ნოზაძე (1953): ვიქტორ ნოზაძე, „ვეფხისტყაოსნის“ ფერთამეტყველება, ბუენოს აირესი;
სამადაშვილი (2006): ნიკო სამადაშვილი, ასი ლექსი, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბილისი;
სამადაშვილი (2010): ნიკო სამადაშვილი, ქართული პოეზია, „საოჯახო ბიბლიოთეკა“, თბილისი;
ლაოძი (1983): ლაოძი, დაო დე ძინი, თარგმანი, შესავალი და განმარტებანი ლერი ალიმონაკის, „საბჭოთა საქართველო“, თბილისი;
ბიბლია (2013): ბიბლია, „პალიტრა L“, თბილისი;
ბჰაგავად გიტა (2006): ბჰაგავად-გიტა, ინდური ლოტოსი, თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო თამაზ ჩხენკელმა, „ლიტერატურის მატიანე“, თბილისი;
თაგორი (1987): რაბინდრანატ თაგორი, რჩეული, თარგმანი ციცინო გამყრელიძის, თბილისი;
ნეტარი ავგუსტინე (1985): ნეტარი ავგუსტინე, „აღსარება“, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, თბილისი;
თაგორი (2013): რაბინდრანატ თაგორი, დღენი ჩემი სიჭაბუკისა, ოთხი ცხოვრება, თარგმანი ციცინო გამყრელიძის, თბილისი;
სამადაშვილი (1995): ნიკო სამადაშვილი, შეხვედრები და სინანული, „მერანი“, თბილისი.