პანდემიის გავრცელების ინფორმაციის შემცველი საბუთები სვანეთის წერილობით ძეგლებში
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2023.19.21საკვანძო სიტყვები:
სვანური წერილობითი ძეგლები, პანდემია, სნეულებანი, დამოკიდებულება, ტრადიციული მკურნალობა, თავისუფალი საზოგადოებაანოტაცია
სვანურ წერილობით ძეგლებში ჩვენ ვაწყდებით სხვადასხვა შინაარსის საბუთებს, რომელთა კლასიფიკაცია გვაძლევს საკითხთა ფართო სპექტრის, ფოკუსირებულ, თემატურად საკვლევ მასალათა მრავალფეროვნებას. ჩვენი განსაკუთრებული კვლევის თემა ამჯერად იქნება პანდემიური დაავადებებისადმი დამოკიდებულება თავისუფალ საზოგადოებაში, კერძოდ „თავისუფალ სვანეთში“. კვლევის მიზანია გამოვავლინოთ ის ტრადიციული მიდგომა რაც საუკუნეების წინ დაკავშირებული იყო სხვადასხვა გადამდებ სნეულებათა პრევენციისთვის და დაავადების მართვისთვის, რაც კაცობრიობის ყოველდღიური პრობლემა იყო და არის. სნეულებათა გავრცელების და მართვის ისტორიის ცოდნა მოგვცემს შედეგს, რომ უფრო მეტი შევიტყოთ გადამდებ სნეულებათა პრევენციის და მართვის ტრადიციულ, დამახასიათებელ თავისებურებებზე. ეს ცნობები გამოირჩევა, ასევე პირთა სახელ-გვარების ხსენების სიუხვით, რაც გვეხმარება მათი ისტორიის ონომასტიკური ძიებისას, განსახლება - ჩასახლების ლოკალიზაციის განსაზღვრაში და ასევე სოციალური მდგომარეობის დადგენაში.
წყაროები
გაბლიანი (1927) ენატე გაბლიანი. თავისუფალი სვანეთი, ტფილისი;
ბურჯანაძე (1958) ისტორიული დოკუმენტები იმერეთის სამეფოსა და გურია-ოდიშის სამთავროებისა (1466-1770 წწ.), ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა და საძიებელი შოთა ბურჯანაძემ, თბილისი;
გუჯეჯიანი (2011) სვანეთის ისტორიის ფურცლები, კრებული როზეტა გუჯეჯიანის რედაქტორობით, შპს „2000“, თბილისი;
თაყაიშვილი (1937) ექვთიმე თაყაიშვილი. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი;
თაყაიშვილი (1909) საქართველოს სიძველენი, II, ექვთიმე თაყაიშვილის რედაქტორობით, ტფილისი;
ინგოროყვა (1941) პავლე ინგოროყვა. სვანეთის საისტორიო ძეგლები ნაკვ. მეორე, ტექსტები, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია.თბი¬ლისი;
კაკაბაძე (1924) სარგის კაკაბაძე, სასიხლო სიგელების შესახებ, საისტორიო მოამბე, II, ტფილისი;
კიკნაძე (2016-2017) ვაჟა კიკნაძე. ახალი მასალა XIV საუკუნეში საქართველოში შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელების შესახებ (სვანური საბუთები). ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, XIV-XV სერია, თბილისი;
მესხია (1950) „ძეგლი ერისთავთა“ (ქსნის საგვარეულო მატიანე), გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო შოთა მესხიამ, მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისთვის, ნაკვეთი 30, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტი თბილისი;
ნიკოლეიშვილი (1957) მიხეილ ნიკოლეიშვილი. სამტრედიის ისტორიიდან, 1870-1921 წწ. ქუთაისი;
ნიჟარაძე (1904) ბესარიონ ნიჟარაძე. სვანეთის ხელნაწერები, ტფილისი;
სილოგავა (1986) ვალერი სილოგავა. სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი I, გამომცემლობა „მეცნიერება“, თბილისი;
სოსელია (1973) ოლია სოსელია, ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები), I, თბილისი;
შანიძე, ქალდანი (1978) სვანური ენის ქრესტომათია, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები, აკაკი შანიძისა და მ. ქალდანის რედაქციით, თბილისი;
Хаханов (1904) А. С. Хаханов, Сванетские рукописные евангелия, МАК, XI, Исправления к чтению надписей Д.З. Бакрадзе. Тбилиси;
სიემ - სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, სიემ, M-51, ლატალის ლექციონარი; M-1;
ცენტრი - საქართველოს კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ხელნაწერთა აღწერილობა, H-IV N1790.