ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგია. მოტივაცია და მისი სახეები.

ავტორები

  • ლევან ჯინჯიხაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.19.61

საკვანძო სიტყვები:

ქართული, ენა, ლიტერატურა, ინტეგრირება, სწავლება, მოტივაციის სახეები, მასწავლებელი, მოსწავლე, მეთოდოლოგია

ანოტაცია

სტატიაში, უპირველეს ყოვლისა, გაანალიზებულია სწავლება-სწავლის მნიშვნელობა, საუბარია იმაზე, რომ სწავლება-სწავლის პროცესი განსა­კუ­თრებით აქტიურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის კვლევითი ინ­ტ­ე­რესე­ბი­სა­­კენ არის მიმართული და რომ, ეს ცნება სწავლების სწავლა მოიცავს დიდაქტ­ი-კურ ძიებებს, სწავლების პროცესში განსახორციელებელი აქტივო­ბე­ბის დროში გა­ნა­წილებას, მასწავლებლისა და მოსწავლის როლების ურ-თიერთდა­მო­კი­დე­ბუ­ლებას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას. ასევე ყურადღება გამახვილებულია ნებისმიერი მეცნიერების მეთო­დო­ლო­გიის სამ დონეზე: ზოგად მეთოდოლოგიაზე, სპეციალურ (კონ­კრეტულ) მე­თო­დოლოგიაზე და კერძო მეთოდოლოგიაზე. წარმოჩენილია სწავლების მეთოდები, რომლებიც გვაქვს ორნაირი, ფა­რ­თო გაგებით მეთოდი-კონცეფცია - სწავლების გზებისა და საშუალებების ერ­თო­ბ­ლიობა და სწავლების მეთოდები ვიწრო გაგებით მეთოდი-საშუალება _ განსაზ­ღ­ვრული საშუალებები მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთი­ერ­თ­თანამშ­რო­მ­ლობისა მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელო­ბით, რომელ­იც მიმართულია სწავ­ლების საგანმანათლებლო, განმავითარე­ბელი და აღმზ­რ­დელობითი მიზ­ნე­ბის მისაღწევად. ყ­ველსათვის ცნობილია, რომ არსებობს მოტივაციის შემდეგი სახეები: ში­ნა­­განი და გარეგანი, მაგრამ არ არის სათანადოდ გამახვილებული ყუ­რა­დღება მო­­ტივაციის სხვა სახებზე და ტიპებზე, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვე­ნი კვლევის მი­ზანსა და საგანს. აქედან გამომდინარე გვაქვს დადებითი და უარყოფითი მო­ტი­­ვაცია, მდგრადი და არამდგრადი მოტივაცია, ინდივი­დუ­ალური, ჯგუფური და შემეცნებითი.

წყაროები

ნარგიზიშვილი, ნარგიზიშვილი-მიქაძე (2006) ნარგიზიშვილი ა.,ნარგიზიშვილი-მიქაძე მ. პედაგოგიკა. თბილისი;

ჯინჯიხაძე (2014) ჯინჯიხაძე ლ. ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგია. თბილისი;

ტყემალაძე და სხვები (2008) ტყემალაძე რ., დალაქიშვილი ნ., თოფაძე ქ., პაჭკორია თ., ბუწაშვილი თ. სწავლება და შეფასება. დამხმარე სახელმძღვანელო II. თბილისი:

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-08-07