ხელოვნების ფსიქოლოგიის ერთი პრობლემა ედგარ პოსა და გალაკტიონის შემოქმედების მიხედვით

ავტორები

  • ლუარა სორდია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

DOI:

https://doi.org/10.52340/sou.2023.21.27

საკვანძო სიტყვები:

ხელოვნების ფსიქოლოგია, ედგარ ალან პო, გალაკტიონ ტაბიძე, შემოქმედებითი პარალელები, მეტაფორა

ანოტაცია

დიდი ამერიკელი ავტორის, ედგარ ალან პოს და გენიალური ქა­რ­თველი მეფე - პოეტის გალაკტიონ ტაბიძის კონცეპტებში გვხვდება გასაოცარი თა­ნხვედრები, რომლებიც ამ ორი პოეტისა და დიდი ადამიანის მაღალ სულიერ ღირებულებებსა და სამყაროსადმი მსგავს დამოკიდებულებებზე მიუთითებს.

       ორივე პოეტის ნაწერებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიჟის, შეშ­ლილის ცნებებს. ეს მეტაფორული გამოყენება არა კლინიკურ შეშ­ლი­ლობას, არა­მედ მხატვრის ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობებზე მაღლა, ცნო­ბი­ე­რე­ბის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას გულისხმობს. გოეთე, გრიგოლ რო­ბაქიძე, ედგარ პო, გალაკტიონი, ტერენტი გრანელი შეშლილის ცნებას უმაღ­ლ­ესი აღ­ქ­მის, დადებითი ენერგიისა და შთაგონების სინონიმად აღიქვამდნენ. მაგრამ სი­გი­ჟემ, სიგიჟემ თავისი საზიზღარი შინაარსი ტოტალიტარულ საბჭოთა იმპე­რი­ა­ში შეიძინა და სამართლიანობისა და თავისუფლების მსახურ ხელო­ვა­ნებს შეშ­ლი­ლებად მოიხსენიებდნენ. ამის მაგალითია ტერენს გრანელის ფსი­ქი­კურად და­ავადებულად გამოცხადება. საბჭოთა პოლიტიკურმა სისტემამ არც გალა­კ­ტიონ ტაბიძე დაინდო და მისგან „გიჟი პოეტის“  ხატი შექმნა.

 „შეშლილი პოეტის“ გენიალური  ესთეტიკა ჩანს ამერიკელი პოეტის ედ­გარ ალან პოს შემოქმედებაშიც. ამ მხრივ, ის გალაკტიონ ტაბიძისა და ტერენტი გრანელის სულიერი მოკავშირეა. განსაკუთრებით დიდი მსგავსებაა ედგარ პოსა და გალაკტიონის შემოქმედაბაში.

წინამდებარე ნაშრომი ამ ორი დიდი შემოქმედის მემკვიდრეობაში არ­სე­ბულ პარალელებს განიხილავს ერთი კონკრეტული კონცეპტის - გიჟის, შე­შ­ლი­ლის მეტაფორული გააზრების კუთხით.

წყაროები

ალშვანგი (1963): ალ. ალშვანგი, ბეთხოვენი, მთარგმნელი კ. ბერიშვილი, რედაქტორი რ. ჯაფარიძე, თბილისი. გამომცემლობა „ნაკადული“;

ესეები (1989) ესეები, ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა. თბილისი, გამომცემლობა „მერანი“;

გამსახურდია (1995): ზვიად გამსახურდია, დილემა კაცობრიობის წინაშე, (ამონარიდი), სარედაქციო კოლეგია მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ბეჟან შერგელაშვილი, კობა მახაური, თბილისი, გამომცემლობა „ხმა ერისა“, თბილისი;

კვიტაიშვილი (2012) ემზარ კვიტაიშვილი. პოსეიდონის საუფლოში („ქალაქი წყალქვეშ“), კრებული გალაკტიონოლოგია, ტ. 6. რედაქტორი თეიმურაზ დოიაშვილი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გალაკტიო-ნის კვლევის ცენტრი, ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბი-ლისი;

ლომბროზო (2009) Ломброзо, Чезаре. Гениальность и помешательство. перевод с итальянского Г. Тетюшиновой, Москва, Издательство „РИПОЛ классик“;

პო (1911): ედგარ პო ოთხ ტომად, ტ.II, თარგმანი ინგლისურიდან კონსტანტინე ბალმონტის, მოსკოვი, რუსულ ენაზე;

პო (2001): ედგარ პო, რჩეული ლირიკა, = Selected verse, რედაქტორ შემდგენელი ლეილა გამსახურდია, კოტე ჯანდიერი. პირველი გამოცემა. გამომცემლობა „დიოგენე“, თბილისი;

პო (2011) ედგარ პო, მოთხრობები, თარგმანი ზაურ კილაძის, გამომცემლობა „პალიტრა L“, თბილისი;

ტაბიძე (1993) გალაკტიონ ტაბიძე, ხუთ ტომად, ტ I. ლექსები. შემდგენლები: ხუტა გაგუა, ჯანსუღ ღვინჯილია, ვახტანგ ჯავახაძე. გამომცემლობა „საქართველო“, თბილისი;

ჯავახაძე (1991): ვახტანგ ჯავახაძე, უცნობი, გალაკტიონ ტაბიძე, გამომცემლობა „ნაკადული“. თბილისი;

ჯავახაძე (2008) ვახტანგ ჯავახაძე. ისევ გალაკტიონი, კრებული გალაკტიონოლოგია, ტ. 4. კრებული ეძღვნება გალაკტიონის სამწერლო ასპარეზზე გამოსვლის 100 წლისთავს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, გალაკტიონის კვლევის ცენტრი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-09-02

გამოცემა

სექცია

ლიტერატურათმცოდნეობა

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები