ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მეთოდოლოგია. მოტივაცია და მისი სახეები
DOI:
https://doi.org/10.52340/sou.2022.20.34საკვანძო სიტყვები:
ინტეგრირებული სწავლება, მეთოდოლოგია, მეთოდი-კონცეფცია, მეთოდი-საშუალება, მოტივაციაანოტაცია
შესავალ ნაწილში უპირველეს ყოვლისა, გაანალიზებულია სწავლება-სწავლის მნიშვნელობა, საუბარია იმაზე, რომ სწავლება-სწავლის პროცესი განსაკუთრებით აქტიურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის კვლევითი ინტერესებისაკენ არის მიმართული და რომ, ეს ცნება სწავლების სწავლა მოიცავს დიდაქტიკურ ძიებებს, სწავლების პროცესში განსახორციელებელი აქტივობების დროში განაწილებას, მასწავლებლისა და მოსწავლის როლების ურთიერთდამოკიდებულებას, მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრას.
ყურადღება არის გამახვილებული ნებისმიერი მეცნიერების მეთოდოლოგიის სამ დონეზე: ზოგად მეთოდოლოგიაზე, სპეციალურ (კონკრეტულ) მეთოდოლოგიაზე და კერძო მეთოდოლოგიაზე.
წარმოჩენილია სწავლების მეთოდები, რომლებიც გვაქვს ორნაირი, ფართო გაგებით მეთოდი-კონცეფცია - სწავლების გზებისა და საშუალებების ერთობლიობა და სწავლების მეთოდები ვიწრო გაგებით მეთოდი-საშუალება _ განსაზღვრული საშუალებები მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობისა მასწავლებლის უშუალო ხელმძღვანელობით, რომელიც მიმართულია სწავლების საგანმანათლებლო, განმავითარებელი და აღმზრდელობითი მიზნების მისაღწევად.
კვლევითი ნაწილი. ყველასათვის ცნობილია, რომ არსებობს მოტივაციის შემდეგი სახეები: შინაგანი და გარეგანი, მაგრამ არ არის სათანადოდ გამახვილებული ყურადღება მოტივაციის სხვა სახეებზე და ტიპებზე, რაც წარმოადგენს კიდეც ჩვენი კვლევის მიზანსა და საგანს. აქედან გამომდინარე, გვაქვს დადებითი და უარყოფითი მოტივაცია, მდგრადი და არამდგრადი მოტივაცია, ინდივიდუალური, ჯგუფური და შემეცნებითი.
დასკვნა. ამდენად, როგორც ვხედავთ, მოსწავლის წარმატებულ სასწავლო აქტივობას მთლიანობაში განაპირობებს როგორც გარეგანი, ისე მისი შინაგანი მოტივაცია. ამიტომ მასწავლებელმა სასწავლო პროცესის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლის მოტივაცია, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის მოსალოდნელ წარმატებებს. მან უნდა იზრუნოს არა მხოლოდ შინაგანი მოტივაციის გაჩენაზე და შენარჩუნებაზე, არამედ გარეგანი მოტივების ჩართვაზეც.
წყაროები
ნარგიზიშვილი, ნარგიზიშვილი-მიქაძე (2006). აკაკი ნარგიზიშვილი, მანანა ნარგიზიშვილი-მიქაძე. პედაგოგიკა. გამომცემლობა „აისი“, თბილისი;
ჯინჯიხაძე (2014). ლევან ჯინჯიხაძე. ქართული ენისა და ლიტერატურის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკა და ტექნოლოგია. გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი;
ტყემალაძე, დალაქიშვილი, თოფაძე, პაჭკორია, ბუწაშვილი, (2008). რუსუდან ტყემალაძე, ნანა დალაქიშვილი, ქეთევან თოფაძე, თათია პაჭკორია, თამარ ბუწაშვილი. სწავლება და შეფასება. დამხმარე სახელმძღვანელო II. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, თბილისი.